ეროვნული ლიგა. II ტური: "დინამო" ბოლნისში "სიონთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში ბოლნისის "სიონმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე გახსნეს. ლევან შენგელიას მოწოდებულ კუთხურს დმიტრო ივანისენიამ თავი დაახვედრა და ანგარიში გახსნა.

მე-40 წუთზე ვიქტორ მონხილმა შეცდომა დაუშვა. ბურთი, რომელიც აუტზე გადადიოდა, თამაშში დატოვა, რომელიც დავით კირკიტაძეს დარჩა. მან საჯარიმოში გადაცემა ვილი ისიანს გაუკეთა, რომელიც "დინამოელთა" კაპიტანმა გუჯა რუხაიამ წააქცია. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა და რუხაიას წითელი ბარათი უჩვენა.

პენალტი ზუსტად ჯაბა უგულავამ გამოიყენა - 1:1.

43-ე წუთზე ანტონიო როხანოსა და ნიკოლოზ
აფაქიძეს შორის კონფლიქტი მოხდა. "სიონის" მცველმა არგენტინელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რაც როხანომ უპასუხოდ არ დატოვა. საბოლოოდ დაპირისპირება მარტივად ამოიწურა.

მატჩის 69-ე წუთზე, დათო კირკიტაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ვილი ისიანმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით აიღო "დინამოს" კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
სიონი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 დმიტრო ივანისენია (27), 1:1 ჯაბა უგულავა (41)
გაძევება: გუჯა რუხაია (41)

სიონი (4-3-2-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), ჯაბა უგულავა (ლაშა მანაგაძე 89), დათო კირკიტაძე, ზვიად სიხარულია (დავით რაჟამაშვილი 68), ვილი ისიანი (ვაჟა ქიქავა 79), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი.

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე.

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ბაქარ ქარდავა, ანტონიო როხანო, აკაკი შულაია (ნოდარ იაშვილი 46), დმიტრო ივანისენია (გიორგი პაპავა 59), სერხიო ნოჩე (დავით კობოური 75), ლევან შენგელია, ფრან კარბია.

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

altარგენტინელსა და ქართველს შორის კონფლიქტი მოხდა - ინციდენტი სიონი-დინამოს მატჩზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ არაფელია ბოლნისის სიონთან წაგება ეპატიება. აი ნახეთ ევროპა ლიგაზე მტრისას ამათ ვინც შეხვდება წინასწარ არიან განწირულები საწყალი ევროპული გუნდები:):) ამისთვის ჩამოიყვანეს 1 ავტობუსი ესპანელები:)
გოგა
21:24 06-03-2019
1
ყოჩაღ ბოლნისს!ეს ერთი და სხვა მრავალი.გადატეხეს დინამო.ესაა ესპანელებით გაძლიერებული დინამო? შემდეგი შერცხვენა ქუთაისში ელით,თუ მანამდე ბათუმმა არ მოუგო თბილისში
mamulo
20:52 06-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული