ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს ეროვნული ლიგის III ტურის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გარკვეული უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო და "ტორპედომ" რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა სტუმრათა მეკარე დემეტრე ბულისკერია მოწოდების სიმაღლეზე იყო და ერთი მომენტში სამმაგი "სეივიც" კი განახორციელა.

თავის მხრვივ "ლოკომოტივმაც" ვერ გამოიყენა საკმაოდ კარგი მომენტი - ირაკლი სიხარულიძემ ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა, ხოლო შემდეგ "ლოკოს" ფეხბურთელმა ბურთი ძელს გაარტყა.

მიუხედავად მასპინძლების ზეწოლისა 76-ე წუთზე გოლი სტუმრებმა გაიტანეს.
თორიკე კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ თეიმურაზ შონიამ თავური დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი და "ლოკო" დააწინაურა. კომპენსირებულ დროში კი "ტორპედო" დიდი ძალებით იყო გადასული მეტოქის ნახევარზე, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლუკა კიკაბიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" საქართველოში 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ლოკომოტივი 0:2
გოლი: 0:1 თეიმურაზ შონია (76), 0:2 ლუკა კიკაბიძე (90+4)

ტორპედო. 4-5-1: როინ კვასხვაძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე, ბუდუ ზივზივაძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, გრიგოლ დოლიძე, მამუკა კობახიძე
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი. 3-5-2: დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, რევაზ ინჯგია, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, დავით უბილავა

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს, ტორპედო ლოკომოტივს ასე რო ვთქვათ ნახევარი ძალით მოუგებდა და აქ რა მოხდა ცოტა ბუნდოვანია, ბიჭებს ხელფასი არ აქვთ აღებული რამოდენიმე თვის მემგონი, და უხელფასოდ და მოტივაციის გარეშე არავინ თავის საქმეს გულიანად არ გააკეთებს, ჯობია ჩაჩავა გამოვიდეს და ამ გაურკვეველ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთოს და ნათელი მოიფინოს ყველაფერს, ისე რა დროებითია ყველაფერი ამ ქვეყანაში.
ilia
09:15 11-03-2019
0
აი ზაალ ჩაჩავას ტინგისობის შედეგი.შარშანდელ სეზონში ყველაზე დიდი ფული ტორპედომ გამოიმუშავა ლამის 3 მილიონი ჯამში და სად წავიდა?ალბატ უკვე შეჭამა ჩაჩავამ და მისმა მოყვანილმა დირექტორმა,ხაშურის ყოფილმა გამგებელმა
mamulo
21:36 09-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
4
2
1
1
1
7
4
0
3
1
-2
3
4
0
2
2
-2
2
4
0
2
2
-4
2