ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს ეროვნული ლიგის III ტურის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გარკვეული უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო და "ტორპედომ" რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა სტუმრათა მეკარე დემეტრე ბულისკერია მოწოდების სიმაღლეზე იყო და ერთი მომენტში სამმაგი "სეივიც" კი განახორციელა.

თავის მხრვივ "ლოკომოტივმაც" ვერ გამოიყენა საკმაოდ კარგი მომენტი - ირაკლი სიხარულიძემ ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა, ხოლო შემდეგ "ლოკოს" ფეხბურთელმა ბურთი ძელს გაარტყა.

მიუხედავად მასპინძლების ზეწოლისა 76-ე წუთზე გოლი სტუმრებმა გაიტანეს.
თორიკე კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ თეიმურაზ შონიამ თავური დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი და "ლოკო" დააწინაურა. კომპენსირებულ დროში კი "ტორპედო" დიდი ძალებით იყო გადასული მეტოქის ნახევარზე, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლუკა კიკაბიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" საქართველოში 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ლოკომოტივი 0:2
გოლი: 0:1 თეიმურაზ შონია (76), 0:2 ლუკა კიკაბიძე (90+4)

ტორპედო. 4-5-1: როინ კვასხვაძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე, ბუდუ ზივზივაძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, გრიგოლ დოლიძე, მამუკა კობახიძე
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი. 3-5-2: დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, რევაზ ინჯგია, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, დავით უბილავა

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვეკაი ხალხო განა რა დაგაკლდებათ 5 წუთიანი ვიდეო რომ გააკეთოთ მაინც. ესეთ მომენტებს გინდ გიყურებია გინდ არა უფრო ნერვებზე გშლის ადამიანს. პასუხისმგებლობა მოიხადეთ არა?! მითუმეტეს ასეთი ტექსტური მიმოხილვის შემდეგ უფრო გიმძაფრდება ყველა მომენტის საფუძვლიანად ნახვა.
ილარიონი
19:20 09-03-2019
0
ოჰ ზაალ ჩაჩუა შლი ხომ გუნდს.ეს შედეგი შენს სინდისზეა .
mamulo
19:33 09-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული