ეროვნული ლიგა. III ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა, ამჯერად კი ზღვისპირელებმა უკეთ იასპარეზეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გადრანის თავურით გახსნეს. მასპინლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ბათუმელები თავს უნარიანად იცავდნენ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე ალავიძე და მიზანსაც მიაღწიეს.

დედაქალაქელებმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

16 მარტს, შემდეგ ტურში ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპიძლებს, ხოლო თბილისის "დინამო"  17 მარტს
"ლოკომოტივს" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გიორგი გადრანი (12)
გაძევება: კიჭი მელიავა (84)

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ნიკა ნინუა 60), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 78), ლევან შენგელია (კ), ანტონიო როხანო (ლევან კუტალია 66), ფრან კარბია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 87), გაბრიელ რამოსი, გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 46), ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 72)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვგრძნობ,რომ მოწოდებული ვარ ლიდერობისათვის,მაგრამ არ ვიცი,საით წავუძღვე ხალხს.ატარე აქეთ იქით.
ეს 90-ანი წლების ანეკდოტია,თუმცა მგონია რომ აცილებით უფრო ძველი უნდა იყოს და ჩვენთან შემოიტანეს მაშინ.ფიფიაც იბრძვის,მუშაობს,ხარჯავს,ალბათ იღებს კიდეც,მაგრამ მიზანი არა აქვს ერთი და ეს, ყველაფერს წყალში უყრის.აწყდება აქეთ იქით.არადა, რამდენ რესურსს ხარჯავს.
სოსო
11 მარტი 2019 10:23
0
ბატონო ლევან!მე არ გეკამათებით,უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ აზრს, დინამოს ან სხვა თბილისური გუნდის დამარცხება კი არაა ჩვენთვის ბედნიერება არამედ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა,სხვისი არ ვიცი და ასე იყო მამაჩემისთვის,ასეა ჩემთვის,ჩემი შვილებისთვის და ასე იქნება შვილიშვილებისთვის და ა.შ.მე კიდევ ერთხელ გეუბნებით-არავის ვახვევ ჩემს აზრს,უბრალოდ რამდენიც მეტი იქნება მაყურებელი თეატრში იმდენად მეტად მოინდომებს უნიჭო მსახიობიც კი
fc1923db
11 მარტი 2019 09:28
0
ეს ლეგიონერები სად იპოვეს ტოო???
Barca
11 მარტი 2019 02:49
0
ლევანს და GEO_DINAMO-ს:თუ არ წაგიკითხავთ რაც დავწერე გაგიმეორებთ:თქვენ მაშინაც არ დადიოდით სტადიონზე ეროვნული ჩემპის თამაშებზე როცა გუნდში ძმები არველაძეები,ქინქლაძე,კალაძე,კობიაშვილი და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ,რაც შეეხება GEO DINAMO-ს ჩამოთვლილ გუნდებს საკუთარ ჩემპში მინიმუმ 3000 კაცი ესწრება ე.წ.სვარკას და დამიჯერეთ იქ არანაკლები სვარკაა
fc1923db
11 მარტი 2019 02:04
0
კარგი რაზე მეკამათებით ახლა, ძალიან გახსოვთ ვინ სად დადიოდა... მეც გიმეორებ, დინამოს ყავს მეტად აკადემიური გულშემატკივარი, საქართველოს სამოყვარულო პირველობა არაა გამოწვევა ამ ხალხისთვის იგივე ტორპედოს თუ ბათუმისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც თუ დინამოს დაამარცხებენ ან რომელიმე თბილისურ გუნდს - სხვა პრინციპების ამბავი და დიდი ბედნიერებაა. სამოყვარულო დინამო არაა ის რის სანახავადაც ეს ქომაგი მივა სტადიონზე და უბრალოდ გულის ტკივილი რჩება სანამ ის ძველი გვახსოვს, ახალ თაობას კი ბოდიშით და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და ვერც გაამტყუვნებ, როცა ბევრად უფრო შინაარსიან და სასარგებლო საქმეზე შეიძლება დახარჯო ცხოვრების 90 წუთი...
ლევანი
11 მარტი 2019 03:34
5
ფულის კეთებას შნო უნდა, გააკეთე გუნდი საქართველოში მაინც უპირობო ლიდერი რო იყოს, მერე გაყიდე და აიღე ფული კი ბატონო. ერთი გამოლენჩებული კაცია ეს ფიფია, იცის კი რა უნდა? ჯერ რამდენჯერ შეცვალა პოლიტიკა, ხან რას მიახტა და ხან რას...
ლევანი
11 მარტი 2019 01:38
0
ჰოდა დაახტეს ფიფია იმათ, ვისთვისაც დინამო უფრო მეტია, ვიდრე ერთი ჩვულებრივი გუნდი
ფიფიას
11 მარტი 2019 04:01
0
არვიცი როგორ ხდება, მაგრამ გვაქვს შანსი, რომ ვაიძულოთ წავიდეს?? თუნდაც აქციებით!! თუ ვინმე ერკვევით დაწერეთ რაა.. იმიტომ, რომ უკვე მერამდენე წელია გვეკაიფება ტიპი!
ზურა
11 მარტი 2019 01:01
0
საპროტესტო აქციებია საჭირო, საზოგადოების და მასმადეიის ყურადღების ცენტრი უნდა მოექცეს ეს საკითხი. ფიფიას რომ მოვთოხოვოთ გვანახოს რა ფულს ახარჯავს დინამოს 100% დარწმუნებული ვარ მარტო ფედერაციის მიცემულ ფულს ახმარს გუნდს თავისი კაპიკი არ ჩაუდია აკადემიის აშენებიდან. და ის აკადემიაც რაში ჭირდება კი ჩანს. თავიდან ის მაინც მოვითხოვოთ რომ შეგვხვდეს დინამოს გულშემატკივრებს და გაგვაგებინოს რას აპირებს. გაცეს ჩვენ კითხვებს პასუხები. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა სერბეთში, საბერძნეთში ხორვატიაში ან პოლონეთში(არ ვიღებ დიდ საფეხბურთო ქვეყნებს მაგალითად) იმ გუნდის პრეზიდენტს რომელიც დინამოსავით დასაცინ გუნდს გახდიდა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან და დიდი ისტორიის მქონე გუნდიდან. თვითონ თუ ასე ძაან უნდა ფეხბურთში ყოფნა შექმნას ახალი გუნდი ხო "მილიონერია" გადაიხადოს საწევრო დაიწყოს ღია ლიგიდან და რაც უნდა ის უქნია იმ გუნდისთვის ჩვენ დინამოს თავი დაანებოს!!!
გიორგი
11 მარტი 2019 10:59
0
ვიცი ეხლა ბევრირისხვას დავიმსახურებ მაგრამ რომ არ ვთქვა არ იქნება-რა გინდათ ხალხო ფიფიასთან!? როგორი გულშემატკივრები ხართ ისეთი გუნდი შეკრიბა კაცმა,50000-იან დინამო-ზე რომ 20 კაცი მივა საგულშემატკივროდ მეტის ღირსიც არა ხართ,არ დამიწყოთ ეხლა შედეგები არაა და იმიტომო,90-იან წლებში ვარსკვლავებით დახუნძლულ დინამოს იგივე რაოდენობით ქომაგობდით მაშინ როცა ბათუმში ყვარლის დურუჯთან საქომაგოდ 6000კაცი მიდიოდა სტადიონზე
fc1923db
10 მარტი 2019 23:07
6
ეს დინამოა ჩემო კარგო, დინამო მართლა დინამო უნდა იყოს, რომ მაყურებელი მივიდეს და ნუ ადრით სხვადასხვა კუთხის გუნდებს, მაგალითად ქუთაისში სულ მცდელობა აქვთ სხვაზე უპირატესობის დამტკიცების. ეს დედაქალაქია, ნუ გიკვირთ თუ თამასა უფრო მაღლაა აწეული, ასეთია ხვედრი...
ლევანი
11 მარტი 2019 01:32
5
კი მარა რატომ არ უნდა დაგიწყოთ შედეგზე ლაპარაკი. ასეთი შეუძლებელია და უძლეველი გუნდები გამოდიან თუნდაც ევროპა ლიგაზე? ბევრი ისეთი გუნდის ჩამოთვლა შემიძლია ლუქსემბურგის, ირლანდიის, შევდეთის,აზერბაიჯანის, ყაზახეთის, კვიპროსის, ბულგარეთის,ბრლორუსის, სლოვენიის გუნდების რომელიც ზოგ შემთხვევაში საშუალო ევროპულზე დაბლა არიან, მარა სწორი მუშაობით და ნაკლები ფულით, მეტს ახერხებენ ვიდრე ფიფია. ჩვენ რა სვარკის საყურებლად ვიაროთ სატდიონზე?
Geo_Dinamo
11 მარტი 2019 00:40
2
უკვე მომბეზრდა ამ ფიფიაზე წერა!!! აზრი არაა აქ!! დინამოს მგონი სამეულში შესვლა გაუჭირდება!!! რატომღაც ძალიან მჯეროდა რო ბათუმი მოიგებდა. შემდეგი ტური დინამო-ლოკომოტივია და აქაც მგონია რო დაიჩაგრება ძალიან დინამო! / ეს აკადემიაც აზრს კარგავს უკვე, 6 გაურკვეველი უცხოელ ფეხბურთელი იყო ძირითადში და აზრი?? დაავიწყდა ალბათ რას პირდებოდა ხალხს, 6-7 წელიწადში დინამო საკუთარი აკადემიიდან შეივსებაო, ვინც ნორმალური გამოადგა, სავარაუდოდ შემთხვევით, ისენი კი დაყიდა ჭ კლასის გუნდებში კაპიკებში და დღეს დინამოში სრული ვაგხანალიააა!!! ესეთი ფინანსური რესურსით ბათუმიც, ლოკოც, ტორპედოც , ჩიხურაც, დილაც ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა.../ ეს პენსიონერი ვეტერანებიც ვერაფერს ეუბნებიან , იმიტომ რომ ფიფიამ ყველა ვეტერან დინამოელს ხელფასი დაუნიშნა, საპატიო პენსია, აქდან გამომდიბარე ამ საწყალ ვეტერანებსაც ხმა აღარ ამოეღებათ, ეუხერხულებათ! აბა ისე ვერ დავიჯერებ, გუცაევს, ჩივაძეს , გაბელიას, მაჩაიძეს და კიდე ბევრს , დავიჯერო ესეთი გაფარჩაკებული დინამოს ყურება გულს არ უკლაავთ?! არადა დრო იყო დინამო ევროპულ გრადებთან ტოლ სწორად თამაშობდა და არავისთვის იყო ხელწამოსაკრავი,// მოკლედ ჩემ მბჭერმეტყველებას არანაირი აზრი რო არ აქ ეგ ვიცი, ისე უბრალოდ გამოვხატავ ჩემ გულისტკივილს!!! იმსახურებს ქართველი ხალხი მინიმუმ პორტუს, სელტიკის, აიაქსის, შახტუირის, პაოკის დონის გუნდის ყოლას...
Vasili
10 მარტი 2019 23:03
3
ფიფია იმ დღის დდშვცი შენ რომ გახდი დინამოს მფლობელი. ჩვენ ვართ უთავო ხალხი თორე დიდი ხნის წინ ჩამოგაშორებდით გუნდს...
Giorgi
10 მარტი 2019 22:44
0
ფიფია არის ჩვეულებრივი ფულის მკეთებელი ამ კლუბზე. მას საფეხბურთო ინტერესი არა აქვს. გუნდი ასეთ დონეზე არასოდეს ყოფილა
ამიტომ ტყუილად გაქვთ ვინმეს რამის იმედი. ვისაც მაგის ტყუილების სჯერა, ღმერთმა გაუმარჯოს.
????
10 მარტი 2019 21:50
1

სიახლეები პოპულარული