ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის განახლებაზე ნახევარ მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი ორი საშინაო მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართა. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ახლა არენა კარგა ხნით დაიხურება და მისი განახლება დაიწყება.

ქუთაისის მერიამ 2017 წელს "ტორპედო" აუქციონზე 300 ათას ლარად გაყიდა, სტადიონი კი მის საკუთრებაში დარჩა. შესაბამისად, არენის მოვლა-შენახვის ხარჯებს დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფარავს. სამუშაოების განხორციელებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. "რამაზ შენგელიას" განახლებისთვის 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება...

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ბოლოს რემონტი 2010 წელს, კლუბის მაშინდელმა მეპატრონე "ვისოლ ჯგუფმა" ჩაუტარა. დამონტაჟდა 14
700 მაყურებელზე გათვლილი ინდივიდუალური სკამი, ახალი ტაბლო და განათების სისტემა, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა, ხოლო ადმინისტრაციული შენობა ხელახლა ააშენეს.

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებს. რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ეს სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვაძემ თქვა.

ცნობილი გახდა, რომ იგეგმება მოედნის საფარის შეცვლა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ტრიბუნებზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები, ცენტრალურ შემოსასვლელთან კი მოეწყობა ადგილი 150 ავტომანქანის პარკინგისთვის. გადაიხურება მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელი.

ამას გარდა, იგეგმება ტრიბუნებზე ასასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია, VIP და პრესლოჟის, 30 ჟურნალისტსა და 20 ფოტოგრაფზე გათვლილი სივრცის, ასევე საკომენტატორო და საპრესკონფერენციო ოთახების განახლება, სტუმრებისთვის ახალი VIP-სივრცისა და "ტორპედოს" ისტორიის საგამოფენო ადგილის მოწყობა.

მოწესრიგდება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები და სამედიცინო კაბინეტები. ცალკე სამედიცინო ოთახი მოეწყობა სტუმარი გუნდისთვის. სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი ხელოვნური საფარით შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 კაცი[7].ახლა ნახეტ ქუთაიში და კიდე დზალიან ბევრი ემგრაციაშია პოტენციალურად ისინც ხო დაბრუნდებიან ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე ქალაქია.მოსახლეობა 192 500 (2014 წლის აღწერის მონაცემებით მგონი საკამრისა აქხლა არ ცჰავტვლი კიდე სხვა ძველ პაქტებს როცა ქუთAისი 300 000 უახლოვდებოდა
jemali
10:15 18-03-2019
1
არიცით ალაბთ ბათუმზე დიდი რუსტვიც არი და ჯერ გარკვეთ ცაიკიტხეთ და მერე დაცერეთ ტერტორიტ ნახეტ ქუათასი რა ფართობი უკავია და მერე ბათUმს ორჯერ დიდია ტუ მეტი არა ქუთასი ბათუმზე
jemali
15:52 15-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული