ეროვნული ლიგა. IV ტური: ჩემპიონმა ჩემპიონის საკადრისად ითამაშა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "საბურთალომ" "ტორპედო" 3:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და უკვე 26-ე წუთზე 3:0-ს იგებდა. ანგარიში დიასამიძემ გახსნა, მერე შინდაგორიძემ პენალტით მეორედ დალაშქრა კვასხვაძის კარი, ხოლო შემდეგ დიასამიძემ დუბლი შეასრულა.

"ტორპედომ" კი თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

"საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 გიორგი დიასამიძე (10), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (16, პენ), 3:0 გიორგი დიასამიძე (26)

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ),
ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ვაგნერ გონსალვესი 67), გიორგი დიასამიძე (ელვინ ტერა 77), სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ინტერს გი 73), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი (გრიგოლ დოლიძე 59), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე (რიჩარდ ლუკა 73), ამბროსი ჩაჩუა (თორნიკე კაპანაძე 46), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მკითხველის კომენტარები / 7 /
1. საბურთალომ აჯობა და დამსახურებულად მოიგო; 2. შედეგი კანონზომიერია, საბურთალო ჩემპიონია და წელს ზედიზედ 4 თამაში მოიგო (ეს შემთხვევით არ ხდება); 3. კლუბის (ზოგადად) ფინანსური მდგომარეობა ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და თუ ტორპედოს მენეჯმენტი ვერ ახერეხებს უეფადან და ფონდიდან მიღებული თანხების სწორად მართვას, მეტი თანხების მოზიდვას - ეს ძალიან სამწუხაროა და კლუბის სისუსტეა!
დღეს საბურთალო უკეთესი კლუბია - მენეჯმენტი, მწვრთენელი, სტაფი და ფეხბურთელები - საბურთალო საქართველოს საუკეთესო კლუბია!
აი ფანები და ფანობა ქუთაისის ჯობია (სირცხვილი თბილისელებს).
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
16 მარტი 2019 10:35
2
რა ვიდეოს დებთ?? პატრონი არ ჰყავს ამ პორტალს???
ნიკა
16 მარტი 2019 01:50
1
უეფას ფული სხვამ ჩაიდო ჯიბეში და წავიდა. საბურთალოს კი პრინციპული თამაში ქუთაისმა უკვე მოუგო. დღეს საუბარია საერთოდ გუნდის არსებობაზე შეინარჩუნებს ბირთვს თუ დაიშლება.
ბექა
16 მარტი 2019 01:48
0
ნაკრების მეკარემ ესეთი რაღაც არ უნდა გააკეტოს.
sdfffff
16 მარტი 2019 00:19
0
ტორპედო არ თამაშობდა. ეტყობა ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარეს. იმედია სპონსორი გამოუჩნდება და გავარდნას მაინც გადაურჩება. ასეთ ვითარებაში მყოფი გუნდისგან მეტს ვერ მოითხოვ. ბიჭების კარგად მესმის, მეორე თუ მესამე თვეა მხოლოდ ენთუზიაზმით თამასობენ, მოტივაციის გარეშე ვერ დაიხარჯები.
beqa
15 მარტი 2019 22:59
7
კიმაგრამ ევროპის ლიგაზე ასპარეზობით მშვენიერი თანხა გამოიმუშავა პლიუს ფედერაციაც აძლევს თასი მოიგო და რატო აქვს ფინანსური პრობლემები.აბა სხვა გუნდებმა რაღა უნდა თქვან
დდდ
16 მარტი 2019 00:19
2
მეგობარო :) ფინანსურ და ოჯახურ პრობელებზე ვერ ვიფიქრებთ საბურთალოელები 3-0 მორჩა ტამაში და ან შევეგუოთ ან თქვენ იდარდეთ საფიცხიელებმა :))
tbililski
16 მარტი 2019 00:05
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული