ფოტო: fcsaburtalo.ge
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ქუთაისის "ტორპედოსთან" (3:0) ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"დღეს, ორი ყველაზე კარგი კლუბი ხვდებოდა ერთმანეთს. პირველ ტაიმში ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ტორპედოსთან" სამი ქულა მოგვეპოვებინა.
მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს მოვუგეთ და მორიგი 3 ქულა ავიღეთ.
ხარისხიან ფეხბურთს ჯერჯერობით ვერ ვაჩვენებთ, ისეთს, როგორიც გვსურს, მაგრამ დრო გვაქვს და მოვუმატებთ", - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.