ეროვნული ლიგა. V ტური: თბილისის "დინამომ" ჩემპიონი დაამარცხა - ლევან კუტალიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს "დინამო არენაზე" თბილისურ დერბიში "დინამომ" "საბურთალო" 4:2 დაამარცხა.

მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე "საბურთალოს" მიერ მოწოდებულ კუთხურს "დინამოს" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ლადო დვალიშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მე-20 წუთზე აკაკი შულაიას გადაცემა თავური დარტყმით ლევან კუტალიამ დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ უკვე 24-ე წუთზე "დინამოელთა" კაპიტანმა გუჯა რუხაიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც უშეცდომოდ გიორგი კოხრეიძემ გამოიყენა.

პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი "საბურთალოს" საჯარიმოში დმიტრო ივანისენია ლევან კაკუბავამ წააქცია,
ლევან კუტალიამ კი 11-მეტრიანიდან დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ისევ გამოიჩინა თავი კუტალიამ. 79-ე წუთზე კარბიას დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კუტალიამ დაასწრო და ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი ჰეთ-თრიკია და თანაც, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში შესრულებული.

85-ე წუთზე შულაია მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, "დინამო" შეხვედრის დასასრულს კაცნაკლული დარჩა და...  კიდევ ერთი გოლი გაიტანა - კონტრშეტევაზე შენგელიას პასით კარბიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი.

"დინამომ" გაიმარჯვა და "საბურთალოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ) - საბურთალო 4:2
გოლები: 0:1 დვალიშვილი (4), 1:1 კუტალია (20), 1:2 კოხრეიძე (24), 2:2 კუტალია (45+3), 3:2 კუტალია (79), 4:2 კარბია (90+3)
გაძევება: შულაია (85)

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, გიორგი ზარია (ფრან კარბია 72), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 64), ლევან კუტალია (დავით კობოური 88), ნოდარ იაშვილი, ლევან შენგელია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლაშა შინდაგორიძე (ნიკოლოზ მალი 76), გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ოგნიენ როლოვიჩი 68), გიორგი დიასამიძე, გიორგი თევზაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 46), ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 12 /
კუტალია და შენგელია ნაკრებში შანსს იმსახურებენ
მალხაზი
19:19 01-04-2019
1
Ras erchit chems komentarebs!?
GEORGIAN FCDB
11:50 01-04-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული