ფოტო: fcsaburtalo.ge
31 მარტს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში თბილისის "დინამოსთან" მარცხის შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა გავაანალიზებთ მატჩს, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ", - ციტირებს "საბურთალოს" მწვრთნელის სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.
"საბურთალო" 5 ტურის შემდეგ გათამაშებას 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და შემდეგ მატჩს 3 აპრილს, 21:00 საათზე, გორის "დილასთან" გამართავს.