ეროვნული ლიგა. VI ტური: "ჩიხურამ" ბათუმში თავსხმა წვიმაში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ჩიხურას" მატჩი 0:0 დასრულდა.

ბათუმში გადაუღებლად წვიმდა, ამიტომ ტრიბუნები ვერ გაივსო და მინდვრის მძიმე საფარის გამო თამაშიც ჭირდა. მოედანზე გუბეები იდგა და ფეხბურთელებს თამაშში ხელი ეშლებოდათ.

მასპინძლები ბევრს უტევდნენ, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლოს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ფრეს დასჯერდნენ.

"დინამო" 10 ქულით მე-2 ადგილზეა, გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერ "საბურთალოს" დაეწეოდა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ჩიხურა 0:0

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი
(თორნიკე გაფრინდაშვილი 78), ვალერიან თევდორაძე (კ) (რომან ჭანტურია 58), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ჯოვინო ფლამარიონი 87)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ჩიხურა (4-1-2-3): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ) (რევაზ ჩიტეიშვილი 23), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (ირაკლი კამლაძე 64), ბესო დეკანოიძე (დავით მეგრელიშვილი 84)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი მინახავს ხელბურთიც კალათბურთიც წყალბურთიც მინდვრი ხოკეიც მარა გუშინ მინდვრის წყალბურთიც ვნახე.მსაჯს უნდა გადაედვა თამაში ერთი დღით მაინც დღეს მაგალითად მზიანი ამინდია.
ვაკო
11:59 03-04-2019
0
Batums sauketeso gulshematkivari yavs Saqartveloshi,chven es kidev ertxel davamtkicet.Rac sheexeba shedegs vfiqrob aset amindshi mainc dadebitad unda shefasdestavaria aravin daimtvra. Win chemi Batumi!!! Win chemi Dinamo!!!
GEPRGIAN FCDB
10:27 03-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული