კახა ჩხეტიანი: ვიცი, სამტრედიაში ჩამოვლენ და გადაიჭედება ტრიბუნები

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში სამტრედიაში "ქართული კლასიკო" გაიმართება, სადაც დროებით გადაბარგებული ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მიიღებს.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა:

"დინამოსთან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთნაირი ქულები გვაქვს და გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და გულშემატკივრებისთვის, ყოველთვის დამატებითი სტიმული და ემოციაა.

იყო მცირე ტრავმები, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მოახლოებული მატჩისთვის ყველა მოთამაშე მზადყოფნაშია.

მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, ვინც ასი პროცენტით მზად იქნება. მე
ყველა ფეხბურთელის იმედი მაქვს.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენს ქალაქში თამაში არ გვიწევს და სამტრედიაში ვთამაშობთ, ეს გულშემატკივარმა კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, ვისაც "ტორპედო" უყვარს, ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. ვიცი, სამტრედიაში ჩამოვლენ და გადაიჭედება ტრიბუნები, ჩვენი მხრივ კი, ყველა ფეხბურთელი ბოლო წამამდე გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - განაცხადა კახა ჩხეტიანმა "ტორპედოს" არხთან საუბარში.

ქუთაისი "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 3 აპრილს, 16:00 საათზე, სამტედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირი ეთერის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.

altეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: "კლასიკომ" სამტრედიაში გადაინაცვლა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ქართული კლასიკო ჩვენი ჩემპიონატის მართლაც გამორჩეული ხიბლია! მადლობა ორივწ გუნდს რომ ქმნიან ამ დღესასწაულს ჩვენს უფერულ ცხოვრებაში
ვაკო
18:14 02-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული