ეროვნული ლიგა. VI ტური: საინტერესო, თუმცა უგოლო "ქართული კლასიკო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: თბილისის "დინამო"

3 აპრილს ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ორივე კართან არაერთი მომენტი შეიქმნა, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

მე-8 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გიორგი ქიმაძის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარისკენ თავით დაარტყა და "დინამო" ხარიხამ გადაარჩინა.

მე-12 წუთზე გოლის გატანის შანსი ლევან შენგელიას ჰქონდა, თუმცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა.

23-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ბურთი საჯარიმოში შეიგდო, რომელიც დავით კობოურს
მოხვდა. "ტორპედოელები" პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

35-ე წუთზე თორნიკე კაპანაძე მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ძირს დაეცა. მთავარმა მსაჯმა გუჯა რუხაიას ნაცვლად ქუთაისელი ფორვარდი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა.

55-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მეჯუბმა თავი დაუხვედრა და როინ კვასხვაძემ ბურთი ცხრიანიდან "მოხსნა".

მატჩის 64-ე წუთზე მათე ცინცაძის შორეული დარტყმა ხოსე პერალესმა მოიგერია, 78-ე წუთზე კი ბრაზილიელი რიჩარდ ლუკას საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული ბურთი აუღო.

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის  სახელობის სტადიონი
ტორპედო - დინამო(თბ) 0:0

ტორპედო (4-4-2): როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, გიორგი ქიმაძე, მათე ცინცაძე (ამბროსი ჩაჩუა 83), მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, გრიგოლ დოლიძე (რიჩარდ ლუკა 62), თორნიკე კაპანაძე (თენგიზ წიქარიძე 62), ბუდუ ზივზივაძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო (4-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური (ნოდარ იაშვილი 76), გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე (გიორგი ზარია 61), ლევან შენგელია, ფრან კარბია (დმიტრო ივანისენია 68), ლევან კუტალია.
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული