როინ კვასხვაძე: "ტორპედოში" ყველაფერი დალაგდა და დავალიანება გაისტუმრეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ, როინ კვასხვაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, კლუბში ფინანსური კუთხით ყველაფერი წესრიგში არ იყო.

"ერთი ხანობა ცოტა არეული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა და დავალიანება გაისტუმრეს. იმედი გვაქვს, მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია. კარგი სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვყავს, გუნდიც ერთსულოვანია... საამისოდ, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ზაზა ჩაჩავა ბევრს აკეთებს.

იმედია, ამ შემადგენლობას შევინარჩუნებთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი წინსვლის და განვითარების პოტენციალი გვექნება და იმ შედეგს
მივაღწევთ, რაც ყველა ქართული გუნდის ოცნებაა - თუნდაც, ევროპალიგის ჯგუფში რომ მოვხვდეთ. ეს დიდი წინსვლაც იქნება და დანარჩენი გუნდებისთვისაც სტიმული გახდება. არა მგონია, ეს შეუძლებელი ამოცანა იყოს", - აღნიშნა კვასხვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა გისმინოს როინ!
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მხოლოდ დინამომ მოახერხა უეფას ჯგუფურ ეტაპზე გასვლა... დროა შევაღოთ ეგ ჩარაზული კარი. თან იმ ერთადერთ შემთხვევაში მაგრად შევრცხვით, მიუხედავად ნორმალური შემადგენლობისა
(დინამო - სპორტინგი 0:4
ნიუკასლი - დინამო 2:0
დინამო - სოშო 0:2
პანიონისი - დინამო 5:2
თუ სწორად მახსოვს , სწორედ ასე დამთავრდა მატჩები)
Homeros
04:58 06-04-2019
0
ეგ საჭიროა რეგულარულ დონეზე, გამონათებები არაფერში გამოდგება.
sdfffff
00:49 06-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული