ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

როინ კვასხვაძე: "ტორპედოში" ყველაფერი დალაგდა და დავალიანება გაისტუმრეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ, როინ კვასხვაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, კლუბში ფინანსური კუთხით ყველაფერი წესრიგში არ იყო.

"ერთი ხანობა ცოტა არეული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა და დავალიანება გაისტუმრეს. იმედი გვაქვს, მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია. კარგი სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვყავს, გუნდიც ერთსულოვანია... საამისოდ, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ზაზა ჩაჩავა ბევრს აკეთებს.

იმედია, ამ შემადგენლობას შევინარჩუნებთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი წინსვლის და განვითარების პოტენციალი გვექნება და იმ შედეგს
მივაღწევთ, რაც ყველა ქართული გუნდის ოცნებაა - თუნდაც, ევროპალიგის ჯგუფში რომ მოვხვდეთ. ეს დიდი წინსვლაც იქნება და დანარჩენი გუნდებისთვისაც სტიმული გახდება. არა მგონია, ეს შეუძლებელი ამოცანა იყოს", - აღნიშნა კვასხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ