ეროვნული ლიგა. VII ტური. "ჩიხურამ" გაიმარჯვა - "ლოკომოტივი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "ჩიხურამ" "ლოკომოტივს" 1:0 მოუგო.

ანგარიში შესვენების შემდეგ "ჩიხურას" ნახევარმცველმა მახარობლიძემ გახსნა, ამის შემდეგ "ლოკომოტივი" ბევრს უტევდა, საჩხერელები კი კონტრიერიშებზე ცდილობდნენ მეორე გოლის გატანას და 78-ე წუთზე ამასთან ძალიან ახლოს იყო ლექვთაძე, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა ბულისკერიას კარის დალაშქვრა.

მოკლედ, სოსო ფრუიძის გუნდმა მოიგო, "ლოკომ" კი ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ბიძინა მახარობლიძე (51)

ჩიხურა (4-1-2-3): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (კ), ოლეგ მამასახლისი,
ბიძინა მახარობლიძე (დავით მეგრელიშვილი 82), ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (ირაკლი კამლაძე 90+3), ბესო დეკანოიძე ( მიხეილ ერგემლიძე 74)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (გიორგი გოროზია 70), თეიმურაზ შონია, ლუკა კიკაბიძე (ირაკლი კომახიძე 60), ოთარ კობახიძე (დავით ჯიქია 77), თორნიკე კირკიტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი სიხარულიძე
მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული