ირანიდან დაბრუნებული რომან ჩაჩუა ბოლნისის "სიონში" ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCSIONIBolnisi

22 წლის მცველი რომან ჩაჩუა ბოლნისის "სიონში" ითამაშებს, - ამის შესახებ კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ სეზონში "სამტრედიის" რიგებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ირანულ "სეპიდროდ რეშთის" ღირსებას იცავდა.

"სიონი" მებრძოლი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მთავარ მწვრთნელსაც ვიცნობ და მინდა მადლობა გადავუხადო, მან რთულ პერიოდში მომიყვანა გუნდში და მომცა საშუალება, თავი წარმოვაჩინო. იმედია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები. რა თქმა უნდა, "სიონის" მიზანია, თითოეულ მატჩზე მაქსიმალური შედეგი აჩვენოს და იმედია, მეც მომეცემა საშუალება, წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში", - ციტირებს
ჩაჩუას სიტყვებს "სიონის" გვერდი.

22 წლის ფეხბურთელი ბოლნისელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

altეროვნული ლიგა. VII ტური: ბათუმის "დინამომ" "სიონი" შეცვლაზე შესული რომან ჭანტურიას დუბლით დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული