ეროვნული ლიგა. VIII ტური: ბათუმის "დინამომ" "რუსთავს" უპრობლემოდ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "რუსთავს" 2:0 მოუგო.

სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ბათუმის "დინამომ" 16 ქულა დააგროვა და თბილისის "დინამოსთან" და "ტორპედოსთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, "რუსთავი" კი 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 ჯოვინო ფლამარიონი (39), 0:2 თორნიკე გაფრინდაშვილი (82)

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი ნარიმანიძე (ლუკა იმნაძე 66), პაპუნა ფონიავა (პაატა
კიტეიშვილი 83), ლუკა სილაგაძე (კ), ლაშა ქოჩლაძე (თემურ ჩოგაძე 66), ფარხად გიტაროვი, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიზე, გიორგი ნავალოვსკი, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ), გაბრიელ რამოსი (თორნიკე გაფრინდაშვილი 61), რომან ჭანტურია (ბენჟამინ ტეიდი 74), ჯოვინო ფლამარიონი (ნიკოლოზ საბანაძე 81)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი ჰორიზონტზე ევროპა გამოჩნდააა...წინ ბათუმის დინამო...
ქობულეთელი
13 აპრილი 2019 23:01
0

სიახლეები პოპულარული