ეროვნული ლიგა. VIII ტური: "საბურთალოს" მოულოდნელი მარცხი "ჩიხურასთან" და ვნებათეღელვა "მიხეილ მესხზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "ჩიხურამ" მოულოდნელად" სტუმრად 3:2 დაამარცხა ლიდერი "საბურთალო".

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც ჩიხლაძემ მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ამ უკანასკნელმა პირველი გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში - საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს როლოვიჩმა ლამაზი თავურით ჰამზიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. თუმცა, 27-ე წუთზე "ჩიხურა" ისევ წინ გავიდა.

მარჯვენა ფლანგზე დეკანოიძე ნადარაიას გასცდა და მახვილი კუთხიდან მიგინეიშვილს, რომელიც საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, ბურთი ახლო კუთხეში გაუტანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ისევ ჩავარდა საქართველოს
ჩემპიონის დაცვა და დეკანოიძის პასით მახარობლიძემ მესამედ დალაშქრა მიგინეიშვილის კარი.

შესვენებაზე "საბურთალოს" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ერთბაშად სამივე ცვლილება განახორციელა და 55-ე წუთზე ლაკვეხელიანის პასით დიასამიძემ ანგარიში 2:3 გახადა. როგორც ჩანდა, მან ბურთი ხელით გაიტანა, რასაც საჩხერელი ფეხბურთელების უშედეგო პროტესტი მოჰყვა.

დარჩენილ დროში "საბურთალო" ბევრს უტევდა, მაგრამ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ჩიხურა 2:3
გოლები: 0:1 ბიძინა მახარობლიძე (8), 1:1 ოგნიენ როლოვიჩი (10), 1:2 ბესო დეკანოიძე (27), 1:3 ბიძინა მახარობლიძე (45+2), 2:3 გიორგი დიასამიძე (55)

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 46), დაჩი ცნობილაძე (სანდრო ალთუნაშვილი 46), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი (ვლადიმერ დვალიშვილი 46), გიორგი კოხრეიძე, ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ჩიხურა (4-1-2-3): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე (ირაკლი კამლაძე 78), ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (მიხეილ ერგემლიძე 69), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რომელი ოგნიენოვიჩია, ალბათ პერიცას გულისხმობთ, ფოთში კოლხეთს რომ ჩაუტარა მასტერკლასი და მერე რეალში ნაადრევად დაასრულა კარიერა ზედმეტი გულმოდგინების გამო :) ოგნიენ როლოვიჩია ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი და გაასწორეთ ;)
პერიცა
14 აპრილი 2019 00:33
2

სიახლეები პოპულარული