ეროვნული ლიგა. X ტური: ბათუმის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატისთვის არნახულ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" საოცარ მატჩში 4:2 სძლია.

ბათუმში ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, სტადიონის ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ. მოედნის ცენტრში მანჯგალაძის არაზუსტი გადაცემა დიასამიძემ ჩაჭრა, დრიბლინგით შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში და ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, ალავიძის კარი დალაშქრა.

მე-18 წუთზე კი როლოვიჩმა მეორე გოლი გაუტანა ბათუმელებს, თუმცა სულ მალე მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

37-ე წუთზე პირისპირ გასული ფლამარიონი მეკარე მიგინეიშვილმა წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა
შეასრულა, მაგრამ გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. მაინც გაიტანა შესვენებამდე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე გოლი, როდესაც საბანაძემ ორთაბრძოლა მარგველაშვილს მოუგო და 3:2.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებებით მატჩის შემოტრიალება სცადა, მისმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ სწრაფი კონტრიერიში მიიღო და ფლამარიონის პასით რამოსმა "საბურთალოს" მეოთხე გოლი გაუტანა. ცოტა ხანში ფლამარიონის ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

დარჩენილ დროში "საბურთალომ" ვერ მოახერხა თამაშის გადარჩენა და დამარცხდა.

ბათუმის "დინამო" 22 ქულით გალიდერდა, "საბურთალო" კი 21 ქულით მეორე ადგილზეა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:2
გოლები: 0:1 გიორგი დიასამიძე (7), 0:2 ოგნიენ როლოვიჩი (18), 1:2 ვლადიმერ მამუჩაშვილი (22), ვლადიმერ მამუჩაშვილი (25), 3:2 ნიკოლოზ საბანაძე (41), 4:2 გაბრიელ რამოსი (59)
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (37)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა ჩალაძე 87), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ვალერიან თევდორაძე 82), ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხველიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 56), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 46), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ბექა გვარაძე 62), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს საქართველოს ჩემპიონატის თამაში იყო?! ჯაან შოკში ვაარ. ეს ბათუმის დინამო როგორ შეიძლებოდა მეორე ლიგაში ყოფილიყო.ამდენი გულშემატკივრის გამო ეკუთვნის ამ გუნდს კაკ მინიმუმ ევროპის საგზური
Gela
01:09 26-04-2019
0
გილოცავთ
შოკირებული გულშემატკივარი
15:26 25-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული