აფერუმ ბათუმელ გულშემატკივრებს - ნამატჩევს გამარჯვება ქომაგებმა გუნდთან ერთად აღნიშნეს! [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "საბურთალოსთან", მაგრამ საოცარი მებრძოლი სულისკვეთება გამოამჟღავნა, 4:2 მოიგო და გალიდერდა.

საყვარელი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს გულშემატკივრებმა, რომლებმაც პირთამდე სავსე სტადიონზე შესაშურად უქომაგეს "დინამოს".

ასეთ გულშემატკივრებს ბევრი გუნდი ინატრებდა და მათზე ალალია ახალი სტადიონი, რომელიც მალე ჩადგება მწყობრში და იმედია, მომავალ სეზონში ისინი "დინამოს" ევროტურნირებზე დაუჭერენ მხარს.

ნამატჩევს გამარჯვება გულშემატკივრებმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვულოცავ ბათუმის დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას! სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმელებს ვუსურვე და ასევე ვუწინასწარმეტყველე მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ჩემპიონობა.არა მგონია, ქართველ გულშემატკივარს არ უხაროდეს ბათუმის დინამოს" წარმატება! რაც შეეხება საბურთალოს თამაშებს მიმდინარე ჩემპიონატში,მათი გამოსვლები კრიტიკას ვერ უძლებს;გუნდი ძალზედ შორსაა შარშანდელი ფორმისაგა.მიუხედავად მთავარი მწვრთნელის დაპირებებისა, უკეთესობა არ ჩანს.უღიმღამო გამოსვლებისა და წაგებული მატჩების გამო, მათ ერთხელადაც არ მოუხდიათ ბოდიში თავიანთი გულშემატკივრების წინაშე.ძალზედ სუსტია მეკარე, ასევე სერიოზულ შეცდომებს უშვებს დაცვის ხაზი.ვფიქრობ, რომ თვითონ გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა!
თბილისელი გულშემატკივარი
15:18 26-04-2019
0
აი ეს არის ფეხბურთი! ამ ხალხს,რომ სტადიონი არ ექნება თითქმის 20 წელი საცოდაობაა.ჭირიმე თქვენი!
ლაშა
14:25 26-04-2019
0

სიახლეები პოპულარული