ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია - დიდი წარმოდგენა ბათუმში [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

გუშინ, 24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დინამომ" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა.

შეხვედრას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. "ანგისას" ბაზაზე ტრიბუნები გავსებული იყო, თუმცა ხალხი ტრიბუნებს მიღმა, სტადიონს ირგვლივ გახლდათ შეკრებილი. უდავოა, რომ განვლილი ტურებიდან ეს მატჩი ყველას სჯობდა და ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ იქ შეკრებილი გულშემატკივარი იყო.

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ ის რაც აკლია თბილისში გამართულ მატჩებს, რეგიონებში პრობლემა ნაკლებადაა, ვგულისხმობთ გულშემატკივარს. გუშინდელმა შეხვედრამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

გადავსებული სტადიონი,
დაძაბული თამაში და კარგი წარმოდგენა - სწორედ ამის გამო უყვართ ფეხბურთი. ფეხბურთს წარმოდგენად მაყურებელი ქმნის, მაყურებლის გარეშე შოუ არ იდგმება, "მსახიობები" ერთმანეთისთვის არ თამაშობენ. გუშინდელი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ რიგითი მატჩი შეიძლება გულშემატკივართან ერთად დაუვიწყარ სპორტულ მოვლენად გადაიქცეს.

ბოლოს კი, გთავაზობთ "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელის, ჯონ სტეინის სიტყვებს: "ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია" (Football is nothing without fans)!

Sportall.Ge

altაფერუმ ბათუმელ გულშემატკივრებს - ნამატჩევს გამარჯვება ქომაგებმა გუნდთან ერთად აღნიშნეს! [VIDEO]

altეროვნული ლიგა. X ტური: ბათუმის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატისთვის არნახულ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო უნდა მიდიოდნენ ჩვენი ბიჭები კოლონეთის კვიპროსის ყაზახეთის ჭე კლუბებში? ჩვენ თუ გვეყოლება 2 3 ძლიერი გუნდები რომლებსაც ექნებათ ამბიცია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ და ავროპა ლიგაზე აქ ითამაშებენ ეს ბიჭები
გოგა
13:03 25-04-2019
0
როგორც არ უნდა ითამაშო რა გოლები გავიდეს უმაყურებლოდ ფუჭად ცატარებული თამაშია. მაყურებელი ტრიბუნაზე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი კი არაა,უფრო მეტია. ასე რო თუ ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდება და ერთი გუნდი მაინც სულ ითამაშებს მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრების ფეხბურთელები ითამაშებენ ეროვნულ ლიგაში, მაგ შემთხვევაში მეც და ბევრი მივა თამაშის საყურებლად.
გოგა
13:00 25-04-2019
0

სიახლეები პოპულარული