ეროვნული ლიგა. X ტური: კომპენსირებულ დროში გატანილი გოლები და ფრე "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში მომენტები თითქმის არ შექმნილა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ნაკუთხურალ ბურთს "ჩიხურას" მცველმა კამლაძემ პერალესის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და საჩხერელები დაწინაურდნენ. "დინამომ" კი მე-80 წუთზე კუტალიას გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

83-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა საჩხერელთა მცველ ჩიტეიშვილს. დედაქალაქელებმა შეუტიეს და რუხაიამ გოლი გაიტანა. თუმცა ზედ საფინალო სასტვენის წინ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებისას მსაჯმა პაპავასთან ბრძოლისას იაშვილზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. თერთმეტმეტრიანი კორიფაძემ გამოიყენა და
შეხვედრა ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდა.

თბილისის "დინამო" 17 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ჩიხურა" 15 ქულით - მეხუთეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 1:0 ირაკლი კამლაძე (56), 1:1 ლევან კუტალია (80), 1:2 გუჯა რუხაია (90+2), 2:2 გიორგი კორიფაძე (90+6)
გაძევება: რევაზ ჩიტეიშვილი (83)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ირაკლი კამლაძე, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი (დავით მეგრელიშვილი 87), ბიძინა მახარობლიძე (თორნიკე მუმლაძე 72), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, ბაქარ ქარდავა (ირაკლი აზაროვი 64), გიორგი ზარია (ფრან კარბია 39), აკაკი შულაია (ნიკა ნინუა 56), გიორგი პაპავა, ლევან შენგელია, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს ბათუმის დინამოა ჩემპიონი, საბურთალო, ტორპედო და დინამო თბილისი ევროპა. აქედან თბილისის დინამო ყველაზე მეტ თამაშს გატეხავს ჩემპიონატში!!
tazo
14:13 26-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული