ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, "ვიტ ჯორჯიასთან" გასამართი მატჩის წინ "რუსთავის" კაპიტანმა ლუკა სილაგაძემ მოახლოებული შეხვედრის შესახებ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.
მისი თქმით, "რუსთავი" მატჩისთვის აქტიურად ემზადება და აგრძელებს ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას.
"10 თამაშის შემდეგ სატურნირო ცხრილში ცუდი სიტუაცია გაქვს, თუმცა მაინც აქტიურად ვემზადებით და ვაგრძელებთ დარჩენისთვის ბრძოლას. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შრომითა და მონდომებით დასახულ მიზანს, რასაც ეროვნულ ლიგაში დარჩენა ჰქვია, მივაღწევთ.
ჩვენი მეტოქე საინტერესო და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. პირველ წრეში მათთან მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა,
მოგებაც შეიძლებოდა. ამჯერად ვეცდებით, შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ. რა თქმა უნდა, მოსაგებად ვითამაშებთ და ვიმედოვნებ, რომ საინტერესო მატჩი გამოვა." - განაცხადა ლუკა სილაგაძემ.
"ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" დაპირისპირება 4 მაისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლუკა სილაგაძის გუნდი 10 ტურის შემდეგ 3 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო პოზიციას იკავებს.