ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისის "დინამომ" "წყალბურთში" "სიონს" 5:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcdinamo.ge

4 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "სიონს" 5:1 მოუგო.

მატჩზე ზეგავლენა ძლიერმა წვიმამ მოახდინა, რამეთუ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი დაიტბორა და თამაში ჭირდა.

ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა კუტალიამ გახსნა. მართალია, სტუმრებმა მიიჩნიეს, რომ კუტალია თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მსაჯმა ლაინსმენთან მოთათბირების შემდეგ გოლი ჩათვალა. მეორე გოლი კი "დინამომ" სტანდარტულიდან გაიტანა - საჯარიმოდან აწეულ ბურთს პაპავამ თავურით  ლევან ისიანის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. თუმცა, მალე ვილი ისიანმა შორიდან დაარტყა და ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმში
კუტალიამ, ქარდავამ და მონხილმა დალაშქრეს ბოლნისელთა კარი და მასპინძლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო (თბ) - სიონი 5:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (4), 2:0 გიორგი პაპავა (25), 2:1 ვილი ისიანი (27), 3:1 ლევან კუტალია (60), 4:1 ბაქარ ქარდავა (85), 5:1 ვიქტორ მონხილი (90+1)

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ბაქარ ქარდავა 78), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, ლევან შენგელია (ფრან კარბია 73, ირაკლი აზაროვი 83)) , ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

სიონი (4-2-3-1): ლევან ისიანი, რომან ჩაჩუა, გულვერდ თომაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ვაჟა ქიქავა (თამაზ მაქაცარია 63), თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ) (დავით რაჟამაშვილი 72), დათო კირკიტაძე (დავით თარგამაძე 46), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული