კახაბერ ჩხეტიანი: ჩინელი სპონსორები წავიდნენ - იმედია, უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს

AutoSharing Option
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყველა საუბრობს იმაზე, რა პრობლემებიცაა გუნდში. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ეს მათ არ ეტყობათ. ისინი გულშემატკივრების გულისთვის თამაშობენ.

დიახ, არის ფინანსური პრობლემა, ჩვენი პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, დღეს ღამე ჩამოდის, ხვალ გუნდს შეხვდება. როგორც მითხრა, ჩამოდის ახალი ინფორმაციით და ის იტყვის რა და როგორ იქნება მომავალში.

ვიმედოვნებ, რომ გააგრძელებს გუნდის სპონსორობას. ყველამ იცით ალბათ, ჩინელები, რომლებიც კლუბში იყვნენ, წავიდნენ და ახალი სპონსორის ძიებაში
ვართ. იმედია, ყველაფერი დალაგდება და "ტორპედო" გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კარზეა მომდგარი ევროპა ლიგის გათამაშება, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ.

ბიჭები ვარჯიშს და თამაშს აგრძელებენ, ისინი პროფესიონალები არიან. მათ ეს დაამტკიცეს, პირველი წრის შემდეგ მაინც ვერავინ ვერ წავა. ფეხბურთელებს ვუთხარი, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, თამაშის ხასიათზე არაა, ოჯახში პრობლემა აქვს, ეთქვათ, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლომდე იხარჯებიან.

უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაჩავა არსად არ აუნდა გაუშვათ, სად მიდის, პირიქით, უნდა დაიჭირონ და ბოლო თეთრამდე მოატანინონ ყველაფერი. ვერ ვხვდები, სხვისი ფულებით უნდოდა პრეზიდენტობა და თავის გამოჩენა? ყველა დავუდგეთ გვერდში ტორპედოს. ან ვიღაცას ძალიან აწყობს ამ გუნდის დაშლა
ანი
13 მაისი 2019 09:43
0
წველეს ჩინელები ამდენხანს და სანაცვლოდ რა მიიღეს?
gia
11 მაისი 2019 22:40
0
სად წავიდა უეფადან დარიცხული 3 მილიონი ევრო.ვინ კრიშავს ასეთი ამ ჩაჩავა დ ამპალს.
Gio
11 მაისი 2019 19:44
0
ეს იგრძნობოდა კიდევაც წელს ხო მარა მომავალ წელს მაინც ასე იქნებოდა რადგან ნახევარი გუნდი ან 30 მიახლოებულია ან გადაცილებული და რა დაპირება იყო? არაფერი.
dato
11 მაისი 2019 18:47
0
სად გაიზარდოს ფეხბურთელი ქვე ყანა სადაც პრიორიტეტი წამალ და პლან მოწეულთა დაცვაა ეს მოხდებოდა არ ელოდით?
zurabi
11 მაისი 2019 18:44
1
ჟურნალისტებს მინდა გკითხოთ, რატომ არ გიჩდებათ კითხვა, რატოა ამ დღეში ტორპედო, როდესაც სპონსორის გარეშეც, მხოლოდ უეფადან მიღებული ფული, რამდენიმე მილიონი ლარი იყო! პლიუს ფონდის დაფინანსება, სად წავიდა ამდენი ფული?
gioT
11 მაისი 2019 18:33
0
ბათუმლები თქვენს გვერდზე ვართ ქუთაისლებო ! ეს ორი ქალაქი იმსახურებს საუკეთესოს !
ბათუმელი
11 მაისი 2019 18:14
0
ასეა აბა სხვას რას უნდა ველოდოთ ფეხბურთელთან რომ ექვს თვიან კონტრაქტს გააფორმებ ბოლო ასეა.
samtredski
11 მაისი 2019 15:35
0
გაათეთრეს ერთი- ორი ტრაილერი ფული და მორჩა კინო... აბა სულ ტორპედოს სიყვარულში და ზრუნვაზე ფიქრში ათენებენ...
რიგითი
11 მაისი 2019 14:49
0
და რატომ წავიდნენ სპონსორებიო? ვერ გავიგე, იქნებ თქვათ საჯაროდ ერთხელ მაინც სიმართლე და კაიბიჭობა დაივიწყოთ ცოტა ხნით. რა უფრო კაიბიჭობაა, დუმილი თუ სიმართლის თქმა, ეგ კიდევ ცალკე თემაა.
11 მაისი 2019 12:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული