ეროვნული ლიგა. XII ტური: ზღვა ხალხი, ზღვა ემოცია და ზღვისპირელთა საოცარი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.

ტურის ცენტრალური მატჩმა ბათუმში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე პირთამდე გაივსო.

დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით გახსნეს - შეტევაში ჩართული 31 წლის მარცხენა მცველი ჩალაძე საჯარიმოში შენგელიამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი თევდორაძემ უზადოდ გამოიყენა. ამის შემდეგ ზღვისპირელები ინიციატივას დაეუფლნენ და აქტიურმა ჩალაძემ შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა პერალესის კარი.

მეორე ტაიმში ბათუმის "დინამომ" ორი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გაფრინდაშვილმა გამარჯვების
გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამო" 25 ქულით გალიდერდა, თბილისის "დინამო" კი 20 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 3:2
გოლები: 1:0 ვალერიან თევდორაძე (23, პენ), 2:0 ლაშა ჩალაძე (35), 2:1 გურამ ადამაძე (76, საკ. კარში), 2:2 ალეფ სანტოსი (86, საკ. კარში), 3:2 თორნიკე გაფრინდაშვილი (90+3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ჯანელიძე 80), ვალერიან თევდორაძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 59), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ალეფ სანტოსი 78), ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (გიორგი ზარია 66), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 59), გიორგი პაპავა (ანტონიო როხანო 82), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 21 /
მიდით მიაწექით ბათუმელებო ბრავო ქომაგებს და ბრავო ბათუმის დინამოს!
ბათუმელების წყალი გადასხმოდეს სრულიად ქართულ კლუბებს და ქართველ ქომაგებს!
ვულოცავ ბათუმის რაგბის კლუბს საქართველოს ჩემპიონობას!
ბათუმის დინამოც იმსახურებს ჩემპიონობას!
ბაღდათი
12 მაისი 2019 21:45
2
მე ხობიდან გწერთ,მიხარია ყველა თავდადებული გუნდის გამარჯვება,წარმატებები ბათუმს!
ნანა
12 მაისი 2019 19:00
2
ამას ჰქვია თვითონაც გაჰქონდათ გოლები და დინამო თბილისის მაგივრადაც. ვულოცავ ბათუმს და ბათუმელებს ამ წარმატებას და რაც მთავარია ხარისხიანი, ცეცხლოვანი ფეხბურთის თამაშს, და ბრძოლისუნარიანობას, რაც ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლდა.
გიორგი
12 მაისი 2019 16:12
1
ამ შულაიას რატომ ათამაშებენ საერთოდ..წავიდეს მარტვილის მერანში,,ამ ფიფიას არ ყავს ვინმე მრჩეველი რომ ესეთი ფეხბურთელი გაუშვას,,დინამოს ვერ გამოადგება ესეთი ფეხბურთელი
dinamo
12 მაისი 2019 13:13
4
ბათუმს და ტორპედოს ვადევნებ თვალს ამ ჩემპიონატში დავწარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს. ამ ორიდან ერთ ერთი მინდა იყოს ჩემპიონი. ტორპედოში იმედია ფინანსურ კრიზის დაძლევენ.
ზუგდიდი
12 მაისი 2019 12:46
2
ამ უარყოპიტი კომენტარების წერას დინამოზე არ ჯობია სტადიონზე რო იაროტ? ტეატრს რო გავს უმაყურებლო დინამო არენა?
ave
12 მაისი 2019 05:02
1
Bravooo. Udidedi siamovneba iqneba mand fexburtis yureba. Geguchadze seriozuli mwvrtnelia etyoba. Warmatebebi batums..zugdididan gexmianebit..
Levan
12 მაისი 2019 01:55
2
ბათუმმა მოიგო დღეს 5;0 სირცხვილი თბ:დინამოს გოლიც ვერ გაიტანაა...
ასევე
12 მაისი 2019 00:57
0
ძალზედ სამწუხაროა, რომ ამჟამად თბილისის "დინამო" დოყლაპია გუნდადაა ქცეული.რაშიც უდიდესი დამსახურებაა ბ-ნ ფიფიასი. ესპანეთიდან ე. წ ფეხბურთელების ჩამოყვანა რამდენად გამართლებული იყო? რით ან რაში გამოიჩინეს თავი? ნუთუ, ამ ესპანელ მეკარეს ბოლნისის "სიონის თუნდაც ახალგაზრდა მეკარე არ ჯობია? გული ხელით გვიჭირავს "დინამოს" კარის მიმართულებით გაგზავნილი ბურთისას:თუ ასცდა ხომ კარგი. თუ არადა, გოლები პანტა-პუნტით გადის კარში.რა ნერვების პატრონი უნდა იყო, ასეთი დონდლო გუნდის თამაშის შემყურე! სწორედ ამიტომაცაა, თბილისელი მაყურებელი დინამოს თამაშებზე არ დადის და სწორადაც იქცევა!
თბილისელი გულშემატკივარი
12 მაისი 2019 00:34
7
ესპანელების ჩამოსვლამდე ხომ გადატენილი იყო სტადიონი ;)
QT
12 მაისი 2019 08:43
2
გაიმარჯვა ქართულმა ფეხბურთმა
nodarichi123
12 მაისი 2019 00:33
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
21
13
2
6
16
41
21
12
3
6
12
39
21
10
4
7
9
34
21
6
9
6
6
27
21
7
4
10
-2
25
21
6
4
11
-29
22
21
4
7
10
-12
19
21
4
3
14
-16
15