ეროვნული ლიგა. XII ტური: ზღვა ხალხი, ზღვა ემოცია და ზღვისპირელთა საოცარი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.

ტურის ცენტრალური მატჩმა ბათუმში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე პირთამდე გაივსო.

დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით გახსნეს - შეტევაში ჩართული 31 წლის მარცხენა მცველი ჩალაძე საჯარიმოში შენგელიამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი თევდორაძემ უზადოდ გამოიყენა. ამის შემდეგ ზღვისპირელები ინიციატივას დაეუფლნენ და აქტიურმა ჩალაძემ შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა პერალესის კარი.

მეორე ტაიმში ბათუმის "დინამომ" ორი ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გაფრინდაშვილმა გამარჯვების
გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამო" 25 ქულით გალიდერდა, თბილისის "დინამო" კი 20 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 3:2
გოლები: 1:0 ვალერიან თევდორაძე (23, პენ), 2:0 ლაშა ჩალაძე (35), 2:1 გურამ ადამაძე (76, საკ. კარში), 2:2 ალეფ სანტოსი (86, საკ. კარში), 3:2 თორნიკე გაფრინდაშვილი (90+3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ჯანელიძე 80), ვალერიან თევდორაძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 59), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ალეფ სანტოსი 78), ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (გიორგი ზარია 66), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 59), გიორგი პაპავა (ანტონიო როხანო 82), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვულოცავ ბათუმს!!! თბილისელი კი ვარ მაგრამ, არ შემიძლია რო არ ვთქვა , უსამართლობა იქნებოდა ბათუმს რო მხოლოდ ქულა აეღო, იმიტომ რომ თბ.დინამო ასეთი თამაშით ქულას არ იმსახურებდა!!!!! სამარცხვინოდ ითამაშეს!!! დავიღალეთ იმის მოთხოვნით და წერით რო მხოლოდ მწვრთნელების შეცვლა არააა გამოსავალი, თუ ვინმე იმედის მომცემი ახალგაზრდა გამოჩნდა ყველა ,,კაპიკებში’’ დაყიდა, და ამით რა ? ის ბავშვები ყველა დაიმტვრა, ან დაიჩაგრნენ და ვეღარ განვითარდნენ!!! მოკლედ , დღეს ბათუმის დღე იყო , და ვულოცავ კიდევ ერთხელ! მისაბაძი გუნდია , ყველა მხრიდან! იმედი მაქ აწი კიდე უფრო წინ წავლენ.
Vasili
11 მაისი 2019 23:36
0
ყოჩაღ ბათუმი,გილოცავთ გამარჯვებას ქუთაისიდან.
zas.
11 მაისი 2019 23:28
0
ამ უარყოპიტი კომენტარების წერას დინამოზე არ ჯობია სტადიონზე რო იაროტ? ტეატრს რო გავს უმაყურებლო დინამო არენა?
ave
12 მაისი 2019 05:02
1
Bravooo. Udidedi siamovneba iqneba mand fexburtis yureba. Geguchadze seriozuli mwvrtnelia etyoba. Warmatebebi batums..zugdididan gexmianebit..
Levan
12 მაისი 2019 01:55
2
ბათუმი გენაცვალეთ !!! კახეთიდან გწერთ აღფრთოვანებული !!! ერთი სული მაქვს ქუთაისი დაუბრუნდეს საკუთარ სტადიონს და გადაჭედონ მანდაც, ზესტაც თუ დაბრუნდა მერე კი აღარ იქნება მაყურებლის პრობლემა სხვა თბილისის გარდა დადის ხალხი ასე თუ ისე, ასე თუ გაგრძელდა ევროპა ლიგაზე გავლენ ჩვენი გუნდები ხშირად ...
benji
12 მაისი 2019 00:06
0
გაიმარჯვა ქართულმა ფეხბურთმა
nodarichi123
12 მაისი 2019 00:33
2
ვენაცვალე ბათუმს, ორი უყურადღებობა რომ არა ავტოგოლებიც არ იქნებოდა, დამსახურებულად და უშანსოდ მოვუგეთ თბილისის დინამოს.
ბათუმელი თბილისიდან :D
11 მაისი 2019 23:03
1
ბათუმმა მოიგო დღეს 5;0 სირცხვილი თბ:დინამოს გოლიც ვერ გაიტანაა...
ასევე
12 მაისი 2019 00:57
0
ღმერთო გევედრები, დაუბრუნე თბილისის "ბინამოს" ძველი დიდება!
სირბილის სწავლების ცენტრი
11 მაისი 2019 23:26
1
ბათუმი გენაცვალეთ !!! კახეთიდან გწერთ აღფრთოვანებული !!! ერთი სული მაქვს ქუთაისი დაუბრუნდეს საკუთარ სტადიონს და გადაჭედონ მანდაც, ზესტაც თუ დაბრუნდა მერე კი აღარ იქნება მაყურებლის პრობლემა სხვა თბილისის გარდა დადის ხალხი ასე თუ ისე, ასე თუ გაგრძელდა ევროპა ლიგაზე გავლენ ჩვენი გუნდები ხშირად ...
benji
12 მაისი 2019 00:05
0

სიახლეები პოპულარული