ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მაისს, საქართველოს საფეხბუთო ეროვნულ ლიგის მე-12 ტურში ბოლნისის "სიონმა" გორის "დილას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთაგან გოლები დათო კირკიტაძემ და ვილი ისიანმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ალვინ ფორტესმა გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ "სიონს" 17 ქულა გაუხდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, გორულ კლუბს კი 14 ქულა დარჩა და მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

"სიონმა" "დილას" სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - დილა  2:1
გოლები: 1:0 დათო კირკიტაძე (18), 1:1 ალვინ ფორტესი (45), 2:1 ვილი ისიანი (72)

სიონი (4-2-3-1): ლევან ისიანი, რომან
ჩაჩუ, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 75), დათო კირკიტაძე, დავით თარგამაძე (ზვიად სიხარულიძე 62), ვილი ისიანი (გულვერდ თომაშვილი 82), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დილა (3-4-3):  ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე,  ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ალვინ ფორტესი (დიდიე კოუგბენია 58),  გიორგი კუცია (ლუკა რაზმაძე 65),  ლევან ნონიკაშვილი, გურამ გოშთელიანი, ერიკს სანტოსი (ჯეიკობ ნჯოჯუ 74), თორნიკე გრიგალაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული