"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში.
ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.


ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 39 /
ასე ალიო-ფალიობაზე როგორ უნდა ანდოთ ხალხს გუნდი? ამოიღეთ რა პროგრამითაც მობრძანდა ე.წ. პრეზიდენტი, და თუ რომელიმე პუნქტი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს! თუ ასეთი ფორს-მაჟორული სიტუაციები არ გაითვალისწინა სელმწიფოს მხარემ, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ვინც მოაწერა ხელი, ის უნდა დაიკითხოს.. ჟურნალისტებო, მოიპოვეთ დოკუმენტები, მარტო ნათქვამის გავრცელება არაა თქვენი საქმე..
ქუთაისელი
13 მაისი 2019 11:43
0
ეს სახეზე აწერია რაც იქნება
samana
13 მაისი 2019 13:55
0
ქვეყნის დედაქალაქის შემდეგ მეორე ქალაქია ქუთაისი და რაც ეხლა ტორპედოში ხდება ეგაა ქვეყნის მთავრობის და ფედერაციის სირცხვილი. აუდიტი შევიდეა და გარკვიოს ხალხის ფული,რო გადაცა ფედერაციამ თითქმის 2 მილიონ ლარამდე სად წავიდა ეგ ფული? მითუმეტეს ჩინელებიც აფინანსებდნენ. ეგ მარტო ქუთაისის არა ქართველი ხალხის დაცინვაა ბიუჯეტიდან ურიგებენ კლუბებს ფულს.
გოგა
13 მაისი 2019 10:57
3
მე2 ქალაქი ბათუმია მოსახლეობით ! ქუთაისი დღევანდელი მონაცემებით მე4 ქალაქი არის.
1 თბილისი
2 ბათუმი
3 რუსთავი
4 ქუთაისი
Gogas
13 მაისი 2019 13:27
19
Normaluri prezidenti da direktori ise gansazgvravda biujets rom kovelcelicads evro turnirebze gasvlis tanxit sheidzleboda gundis shenaxva,amas daemateboda fondis tanxa da ikneboda stsbiliroba,magram chachava arc fexburtis mokvarulia da arc sakme ar icis!ra shuashia chinuri kompania?klubi roca ikida mat imedze iko?im cels roca torpedo chempioni gaxda oficialurad es 3 tvis mosuli iko anu fondis fulit moxda gindis dastabilurebac da shedegis dadebac,normalurad martavda im dros meriac da is xalxi vinc ik iko da esaa somartle..aman kide shedegis mere agebuli fulic ki ver gamoikena cinsvlistvis!!!
Gia
13 მაისი 2019 03:23
0
ეს არ არის ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის პრეზიდენტის პასუხი,თქვენი წასვლა ადვილი არ იქნება,საზოგადოებას და პირველ რიგში გუნდის პატრიოტ, თავმოყვარე და პროფესიონალ ბიჭებს, რომლებმაც დადეს ის შედეგი რითაც თავს იწონებთ, გააცანით დეტალურად როგორ დაიხარჯა თანხები, რაც გუნდში შემოვიდა ევროტურნირებში წარმატებული მონაწილეობით და სხვა გზებით. ისე ის ვალი კი არ უნდა გაუსტუმრო ბატონო ზაალ პრემიაც უდა დაამატო მას იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში გუნდმა სახე შეინარჩუნა და არც კი შეიმჩნია ის რაც ხდებოდა, და რაც ჩემზე კარგად იცით თქვენ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მეტად ფაქიზი ორგანიზმია, ეს უნდა იცოდეთ.
ნუგზარი
12 მაისი 2019 23:21
0
თუ ფული არ ქონდა რა ბიზნესმენი იყო, ან ვინ აიძულა ტორპედო იყიდეო, ან ვის იმედზე მოდიოდა, ვინ გადაუხდიდა ფულს, ან რა ინვესტორს ეძებდა, თვითონ მოჯდნენ ბოლო კლასის მანქანებზე. ბუღალტერია გახადეთ გამჭვირვალე.
gio
13 მაისი 2019 09:36
0
კი წავა, მაგრამ ამდენ ვალდებულებას ვის უტოვებს ? მერია ამ ვალის გამსტუმრებელი არაა
FC VALI
13 მაისი 2019 14:29
0
მართალია სამტრედსკი ახალა ბათუმის დინამოს დროა ორ წელიწადში სხვა იქნება და ასე შემდეგ აბა ჩაჩავას რა ბიზნესები ქონდა რომ გუნდი შეენახა თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს მოხდებოდა ტორპედოს გრუბად რო ვთქვათ თვეში 300 ათას ლარამდე ხარჯი აქვს და საიდან ეს თანხები ჩაჩავა იყო მაგის გარანტი.
guria
13 მაისი 2019 11:55
1
მოდი ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით ტორპედოში არის საკმაოდ მაღალი ხელფასები (კითხეთ გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს თუ რამდენს შეადგენს მათი ყოველთვიური ხელფასი),რაც იმითაა გამოწვეული რომ ახალ მენეჯმენტს არ უნდოდა დაეშალა ძირითადი ბირთვი, შესაბამისად ფეხბურთელებმაც მოითხოვეს მაღალი ანაზღაურება, ასევე ყველა გულშემატკივარს უნდა კლუბში თამაშობდეს კარგი ლეგიონერი და ამასაც გაართვა თავი (აზაცკი და ლუკა მგონია რომ მართლა ნორმალური ლეგონერები არიან, შარშანდელბსაც არაუშავდათ ერთიორს), ამ ყველაფრისთვის უეფას და სახელმწიფოს ფული საკმარისი არ აღმოჩნდა, რისთისაც მოიყვანეს სპონსორები, რომელბიც სამწუხაროდ წავიდნენ და დარჩა ეს მაღალი ხელფასები გადაუხდელი. საინტერესო ისაა რატომ მოვიდა და მერე ასევე რატომ წავიდა ეს ჩინური კომპანია, რა მიზანი ქონდა მოსვლის და რა მიზეზი წასვლის. იმედს ვიტოვებ მოიძიებენ სპონსორს, მწვრთნელ ფეხბურთელებიც გაითვალისწინებენ ამ მდგომარეობას და შემცირებულ ხელფასზე ითამაშებენ. მართლა რაღაცას ემსგავსება ეს ჩვენი ჩემპიონატი და ეხლა ამ გუნდის დაშლა იქნება ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი.
QT
12 მაისი 2019 20:42
17
სამწუხაროდ ორი ან ერთ წლიანი გუნდები გვყავს და უნდა შევეგუოთ. როცა მეგონა რო ჩემპიონატი მაგარ ფორმაში შედიოდა ზღაპარი ყოფილა ეხლა ბათუმის აღზევების ხანაა მერე ერთ ორ წელიწადში ისიც ისევე იქნება როგორც ტორპედო და სამტრედია.
samtredski
13 მაისი 2019 11:38
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული