"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში.
ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.


ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 39 /
ჯერ ჰაბიტუსზე შეხედეთ, ეს გუნდში რომ არაფრის მომტანი და პირიქით წამღლეტი იყო თავიდანვე ჩანდა...საცოდავო საქართველოვ, საით მიექანები:(
0
დასაჭერები არიან სუყველა, ფედერაციიდან დაწყებული. დანერგეს უნიჭო, ჩამორჩენილი მაფიოზური სისტემა და მორჩა. აქ განვითარებაზე, სპორტზე, ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. გასარკვევია ვინ მოიყვანა ჩაჩუა მანდ და მორჩა. იგივე ვითარებაა ნაკრებშიც. ერთი და იგივე დამყაყებული ფეხბურთელები., ბებრები, დამტვრეულ-მოურჩენლები, უთამაშებლები, პატრონიან-საახლობლოიანები, უნიჭოები. ნამდვილ მოთამაშეებს ეგენი არ ათამაშებენ. ამოვიდა კისერში ამდენი უსამართლობა, არც არავინაა რაიმეს მთქმელი. ა-ეს ჟურნალისტები ყველა ნაყიდი ყავთ მგონი. სინათლე საერთოდ არ სჩანს. მიშა რავა უნდა ინატრო კაცმა. ფეხბურთი შევარდნაძის დროს უფრო მაღალ დონეზე იდგა, ბევრად. კატასტროფაა ქართულ ფეხბურთში, ყარს და გული მტკივა, შემაძულეს ფეხბურთიც და ქვეყანაც.
ვასო
18:55 14-05-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული