"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში.
ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.


ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 39 /
ეს არ არის ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის პრეზიდენტის პასუხი,თქვენი წასვლა ადვილი არ იქნება,საზოგადოებას და პირველ რიგში გუნდის პატრიოტ, თავმოყვარე და პროფესიონალ ბიჭებს, რომლებმაც დადეს ის შედეგი რითაც თავს იწონებთ, გააცანით დეტალურად როგორ დაიხარჯა თანხები, რაც გუნდში შემოვიდა ევროტურნირებში წარმატებული მონაწილეობით და სხვა გზებით. ისე ის ვალი კი არ უნდა გაუსტუმრო ბატონო ზაალ პრემიაც უდა დაამატო მას იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში გუნდმა სახე შეინარჩუნა და არც კი შეიმჩნია ის რაც ხდებოდა, და რაც ჩემზე კარგად იცით თქვენ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მეტად ფაქიზი ორგანიზმია, ეს უნდა იცოდეთ.
ნუგზარი
12 მაისი 2019 23:24
0
Didi afiora gamogivida zaal!
Gigo
12 მაისი 2019 20:45
1
ცხოვრებაში აღარ შევალ ვენდისში,დავიღალე!!!
მამუკა
12 მაისი 2019 20:20
1
საღოლ ძმაო :)))) ვითომ რეკლამაა, არადა უარესია, ყველას ნერვებს უშლის და უარყოფით შედეგს უფრო იძლევა ვიდრე დადებითს :)))
ziqenbud
12 მაისი 2019 23:25
0
ესეთ ტიპებს რა უნდათ ქართულ ფეხბურთში?! ფულის მოტეხვის და ახვევის სუნი ასდის მანდ ყველაფერს! ვერ ვხვდები, თუკი გუნდი იგებს ტურნირს და ფინანსდება როგორღა ჩნდება ფინასსური პრობლემა?! მაგარი უკუღმართი ქვეყანა ვართ რა, ვინც ფულს დებდა ქართულ ფეხბურთში ყველა ჩაჩეხეს და ესეთ გაურკვეველ , ბუნდოვან ხალხს გზა გაუხსნეს... ზესტაფონში ფული იდებოდა და გააქრეს, ამერი გახსოვთ? რა გულშემატკივრობა და როგორი წარმატებები ქონდათ, და ეგენიც გააქრეს ,, ეს მახრა ხალხი კიდე შესევია ამ ტოროედოს, ამ დინამოს და ა.შ. ესე დონე ჩვენი ჩემპიონატის ნამდვილად ვერ აიწევა...
Vasili
13 მაისი 2019 00:07
0
დასაჭერია ეს კაცი
დდდ
12 მაისი 2019 20:26
1
დაიბარონ გუნდის უფროსობა პროკურატურაში და დაკითხონ ეხლავე. რატოა ტორპედო ესეთ დღეში და სად წაიღეს ფედერაცისგან უეფასგან სპონსოეისგან დარიცხული თანხები. დასაჭერია ჩაჩავა ამას მთწლი საქართველო აშკარად ვხედავთ
დავით
13 მაისი 2019 11:02
2
amas uyuret ra! unda daichiron da daabrunebinon motexili fuli! 2 welia chams torpedos!
goga
12 მაისი 2019 20:47
1
ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტი ტორპედომ გამოიმუშავა რადგან სამი ეტაპი დაძლია. პლუს ფედერაციის დაფინანსება და სად წაიღო ჩაჩავამ 3 მილიონამდე ლარი?
რომა
12 მაისი 2019 20:12
0
მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს რო ჯერ 2 წრე არ არის მორჩენილი და ფიფანსები აღარ აქვს გუნდს და შუა სეზონში ეძებს სპონსორს.რას ქვია სპონსორებმა დაგვტოვეს იმ სპონსორებთან ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული ? არ ქონდათ ვალდებულება რო სეზონის ბოლომდე გუნდი დაეფინანსებიათ? ესე ადგე და წახვიდე ეგრე სადაა.პსიუს ამას ეს ზაალა მფლობელი ხო არის გუნდი და თვითონ თუარ ქონდა ფული სად მოდიოდა ვიღაც ჩინელის იმედზე რაღაც ნიტოა აქ.სხვას აბრალებს და თვითონ უნდა რო გამოძვრეს.შემოსული თანხები რო ჯიბეებში იტაკეთ მაშინ იყო თქვენი გუნდი და ხელფასი როუნდა მიცეთ ბიჭებს მაშინ ვიღაც ჩინელებს ახსენებს. კარგი რა სირცხვილია პატრონი არ ყავს ქვეყანას თორე ესენი დასაჭერები არიან
rodemdeee
13 მაისი 2019 12:55
1
იოლი ფულის შოვნა უნდოდა ბიჭს არ გამოუვიდა, სტაფი ვერ შეკრიბა წესიერი წინა წელს ლიგაზე რომ გასულიყო წაციცქნიდა არც წელს ააქვს წესიერი ლეგიონერის მოყვანის თავი და გაქცევა უნდა რომ პასუხი არ მითხოვია შედეგის არ ქონის გამო ამ მწვრთნელით და ამ შემადგენლობით შანსი არ ააქვს კარგად იცის კარგი მწვრთნელი და ლეგიონერი მინიმუმ სამი ოთხი კაცი მაინც უნდა ყველა რგოლში თითო კაცი მხოლოდ ამ შემთხვევაშია. შანსი რამე შედეგი დაიდოს კარგად იცის ეს და გარბის
კახა
12 მაისი 2019 23:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული