"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში.
ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.


ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 39 /
ტიპი რა გარეწარია, ამდენი ფული მოტეხა ფედერაციისგან და უეფასგან ამ აფერისტმა, ორიბსეზონი ეყოგოდა გუნდს.
აფერისტების ქვეყანა
12 მაისი 2019 18:56
1
ამას ნორმარულ ქვეყანაში მიუჩენდნენ ადგილს სადაც საჭიროა
tbiliskii
12 მაისი 2019 18:29
2
თუ ერთი ადგილი არ ქონდა ტორპედოს პატრონობისთვის რაღას მოვიდა მაშინ, მე მახსოვს სანამ ტორპედოს შეიძენდა ამბობდა მთავარია შევიძინო და ავაყვავებ ტორპედოსო . მოკლედ საარჩევნო ტყუილივით გამოუივიდა
ტოტტი
12 მაისი 2019 17:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული