SOS! ქუთაისის "ტორპედო" შემდეგ მატჩამდე შეიძლება დაიშალოს

AutoSharing Option
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების (2:3) შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია.

"პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს.

რა ვიცი... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

შემდეგი ტურის შეხვედრა "ტორპედოს" 20 მაისს, სტუმრად
"რუსთავთან" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ქუთაისის "ტორპედოს" დაშლა, საქართველოს სირცხვილი იქნება. იმედია, ჩაერევა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებასი და გუნდი შენარჩუნებულ იქნება...
tngh
16:28 15-05-2019
0
ჩინელი სპონსორები წავიდნენო ჯერ ერთი სად ჩინეთი და სად ფეხბურთი.მერე მეორე თუ სპონსორი ხარ ხედავ მოგებაზე ხარ გასული კარგი გუნდით ევროთასებზე გახვალ და ეს უკვე დიდი შემოსავალია პლიუს ფედერაცია აძლევს 200 000 -300 000 ლარს თუ არ ვცდები ყველა გუნდს და პლიუს ჩემპიონობაზე დამატებით.ესეიგი თუ გუნდი კარგად ირჯება და ფულიც შემოდის მაშინ რახდება??? მე პირადად დანაშაულის ნიშნებს ვხედავ და უნდა ჩაერიოს შესაბამისი სტრუქტურები და გაარკვიონ ჯერ რა მიზნებით მოვიდნენ და ეხლა მოგებაზე გასულ გუნდს რატომ ტოვებენ ძალიან ბევრი კითხვებია და იმედია გაეცემა პასუხები. ქუთაისელი არ ვარ მაგრამ ძალიან მაღელვებს ამ გუნდის და არამარტო ამ გუნდის ზოგადად ქართული ფეხბურთის ბედი.
დდდ
15:48 15-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული