ეროვნული ლიგა. XIV ტური: "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" შინდაგორიძის ბრწყინვალე დუბლით სძლია - ეს ყველამ უნდა ნახოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" 2:0 მოუგო.

მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას "საბურთალო" ფლობდა, "დინამო" კი კონტრშეტევებზე თამაშობდა. ისევ უხეიროდ თამაშობდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონი გააქტიურდა და მეტოქის კარზე მწვავე იერიშების მიტანა დაიწყო. განსაკუთრებით, 26 წლის ტანმაღალი ნახევარმცველი შინდაგორიძე გამოირჩეოდა, რომელმაც მეორე ცდიდან გახსნა ანგარიში. მან ჯერ შორიდან ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი დაახლოებით იმავე პოზიციიდან დალაშქრა პერალესის კარი. არც ამით "დაკმაყოფილდა" ლაშა და მალე ისევ
ყუმბარისებრი დარტყმით დუბლი შეასრულა.

თამამად შეიძლება ითქვას, მან თამაში "გააკეთა" და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შინდაგორიძე ფიზიკურად ძლიერია, დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მეორე სართულზე უბადლოა, კარგი დარტყმა აქვს (ორივე ფეხით) და ნაკრების ხელმძღვანელობამ უთუოდ უნდა მიაქციოს ყურადღება. მით უმეტეს, ეროვნული გუნდი კვალიფიციური შემტევების უმწვავეს დეფიციტს განიცდის.

ამ მოგებით "საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა, ბათუმის "დინამოს" 2 ქულით გაუსწრო, თბილისის "დინამო" კი რეგრესს განაგრძობს და 20 ქულით მეხუთე ადგილზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (67), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (75)

საბურთალო (4-2-3-1): ომარ გიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან კაკუბავა, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (თორნიკე გორგიაშვილი 78), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (გიორგი კოხრეიძე 61), ანტე გი (ოგნიენ როლოვიჩი 66)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, ბაქარ ქარდავა (გიორგი პაპავა 61), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 70), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (ანტონიო როხანო 82), ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთო გევედრები, დაუბრუნე თბილისის "დინამოს" ძველი დიდება!
სირბილის სწავლების ცენტრი
21 მაისი 2019 15:23
0
ავტომატურად რატომ ირთვება ვიდეო რა ჯანდაბაა, იქნებ სტატიის წაკითხვა მინდა უბრალოდ და არ მინდა ამ ვიდეოს ჩართვა?! ან ეს რეკლამები კლიზმით რო შეგყავთ მობილურიდან როცა შევდივართ მოგწონთ? საერთოდ აღარ შემოვალ ამ საიტზე
ქარ
21 მაისი 2019 12:13
1
Fifia espanelebis jgufi gaushvi Sanam evroliga daiwyeba tore shevrcxvebit.Tu AR shegidzlia dinamos agorzineba gayide. Aranairi winsvla AR eqneba am gunds.
Gio
21 მაისი 2019 09:31
0
მოგვაშორეთ ეს რეკლამები,ჩვენს ნერვებზე რატომ თამაშობთ?ვინმემ გთხოვათ რომ გვაყურებინეთო? გასაგებია რომ ფულს გიხთიან მაგრამ არამგონია რომ გიღირდეთ.მაგ რეკლამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.ნუ გვაღიზიანებთ.
დათო
21 მაისი 2019 07:24
0
გადააშენეთ ეს რეკლამები, ვიდეოს ვრთავ და რაგაცას მაყურებიმებთ ხუთი წამი, ხო იცით ეს უარყოფითათ მოქმედებს ყველაზე, ნუ შემაზიზღეთ რა ეგ საიტი
ემირი
21 მაისი 2019 03:01
0
სწორედ ამ რეკლამების გამო აღარ შევდივარ სხვა სპორტულ საიტებზე და ეხლა აქ შემოსვლასაც შემაძულებენ!
შოთა
21 მაისი 2019 09:19
0
ძალიან მაგარი ფეხბურთელია. სასწაული დარტყმა აქვს ორივე ფეხით :)

რაც შეეხება დინამოს, დასაშლელია! საზიზღრობაც არ ქვია მაგას, საერთოდ რა სპორტს თამაშობენ ვერ გამიგია
Tbiliseli
20 მაისი 2019 23:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული