საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელი რატი იმერლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/საფეხბურთო-კლუბი-გურია-ლანჩხუთიfc-Guria-Lanchkhuti

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ლანჩხუთის "გურიას" მეკარე რატი იმერლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა მაია ყანადაძემ სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუს-მა ბრალი დღეს წარუდგინა. ადვოკატის თქმით, სპორტსმენი ფიქრობს, რომ უდანაშაულოა და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

"გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას. ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, საუბარია 4000 ან 5000 დოლარზე. საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმომცემია", - განაცხადა ადვოკატმა.

მაია ყანადაძის განმ
არტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს ვიდეოში, რომელიც სუს-მა გაავრცელა და სადაც ჩანს ფულის გადაცემა.

"ეს არ არის ჩვენს ეპიზოდზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის ეპიზოდზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ამ ვიდეოში და არც არანაირ ვიდეოში არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაპერი 200 ლარი არ აქვტ საკმაოდ ნორმალური ანაზგაურება აქვტ ქვეყნის დონიდან გამომდინარე და ნუ ცდილობტ ამატ გამარტლებას, ამატზე ბევრად ნაკლები ხელპასი აქვს პოლიციას, ჯარს, ექიმს,პედაგოგს, მეხანზრეს, და კიდევ ბევრი სხვა პროპესიის წარმომადგენელს.
ave
21 მაისი 2019 17:58
2
კაი რა მოხდა ასეთი ჩვენ ამათ თამაშს მაინც არ ვუყურებთ და არც ვდებთ, აზიაში კიდე უნდა წაუგიათ და უნდა მოუგიათ, ჩვენებმა ცოტა ფულიც გააკეთონ რა უჭირს :)
ქარ
21 მაისი 2019 17:46
16
გიჭირს ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერზე ხელი მოაწერო.მიჭირსთქო და ბოდიში ტრ.....ხომ არ აძლევ,მიუღებელია ხო.და ხალხს ერთ ადგილზე რომ იკიდებ,და შენი ჭკუით რომ აგოიმებ ეგ მოსულა?.ეს იცით რისი ბრალია,უწინამც ხომ იყო ეგეთი შემთხვევები მარა ჩაიარა ვითომც არაფერი.მაშინ რომ კარგად დასჯილიყვნენ ეხლა ვერ გაბედავდნენ.
კახა ქირია
21 მაისი 2019 16:57
1
მერე 200 ლარი რო აქვთ ხელფასი ,გამართლებაა ? ათასი პროფესიაა და იქ გადავიდნენ თუ არ აწყობთ 200 ლარი, ამით ქვეყანასაც უტეხავე სახელს , თავიანთ თავებზე რო აღარაფერი ვთქვათ , რამდენი ბიჭი მინახავს ჩემი ძველი გუნდელი 400-500 ლარზე რო არ უნდოდათ თამაში დაანებეს თავი ფეხბურთს და სხვა პროფესიაზე გადაერთვნენ !
ლევან1
21 მაისი 2019 16:35
1
ეს ფეხბურთელები, პაულო როსის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ უნდა გავანთავისუფლოთ... გავხდებით ჩემპიონები!!!
tngh
21 მაისი 2019 15:34
3
რა უზრო ლოგიკბია 200 ლარი როაქ ხლფასი იმას არ ნიშნავს რო თამაში გაყიდოს მე და სხვა რო ვდებთ მაგათ თამაშზე და ჩვენ რო ვაგებთ ეგ კიდიათ ხო? ან უბრალოდ რო ვგულშემატკვრობ და გოლს რო გაუშვებს ეგეც კიდიათ და მერე იძახიან რატო არ დადის ხალხიო ამათ უნიჭო თეატრის გამო იაროს? ეგეთი არაპროფესიონალები როარიან იმიტოაქვთ 200 ლარი ხელფასი და იმიტო ვერ წავლენ წინ იყოს კაი ფეხბურთელი და ექნება მეტი ან თუარუნდა წავიდეს იმუშაოს სხვაგან მე მათმევს ამით სანახაობას და თვითონ აკეთებს თავის საქმეს ყველა ეგეთი კაცის დედა .....
lasha
21 მაისი 2019 15:18
5
რო უნდოდეთ ყველა თამაშს მერე შარრდენზე არ ეყრებოდნენ ვისკის ჭიქებით არაპროფესიოალები არიან და იმიტო არ იხდის მაყურბელი ბილეთში ფულს თორე ვინ არ ივლიდა კაი ფეეხბურთელის სანახავად...ევროპაში რო იყიდება ისე არ იყიდება რო საქმე აზარალონ მე რო გულშემატკივარივარ რატო უნდა ვუყურო წაგებას ან იქ ერთხელ რო გაყიდიან ათჯერ ისეე გაგახარებე რო ვერც ამჩნევ თორეე იშვიათად იქაც ხდება ალბათ
lasha
22 მაისი 2019 02:24
0
რასამბობ:) ევროპაში არმიდის ხო თამაშის გაყიდვები. კანმა რათქვა იცით? ფეხბურთმა სული გაყიდაო. ასერომ სადაც ფული ტრიალებს მანდ ხალხი სულ დიდად აწუხებთ
levan
21 მაისი 2019 16:45
9
ყველა გამოხმაურება
რა ტვინი შეჭამეთ, 200 ლარიაქვთ ხელფასი. თუ ასეთი მაგრებიხართ ტოტალიზატორები გააუქმებინეთ. თავს რომ კარგავენ თამაშის გამო. რომელი უფრო კარგია ეხლა. ტოტალიზატორს რო მოუგო თუ ტოტალიზატორმა მოგიგოს...?
levan
21 მაისი 2019 14:53
28
მაგათი დონიდან გამომდინარე 200 ლარიც ბევრია. ყანაში უნდა გაუშვა ეგენი
dvalishvili lado
21 მაისი 2019 15:08
5

სიახლეები პოპულარული