ეროვნული ლიგა. XV ტური: "საბურთალომ" "დილას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "დილასა" და "საბურთალოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი ერთობ უინტერესო გამოდგა და პირველი მომენტი მხოლოდ 45-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც სტუმართა გუნდის თავდამსხმელის დვალიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე გუგეშაშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაში გამოცოცხლდა: დასაწყისში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან მასპინძელთა ფორვარდმა სპანდერაშვილმა, შემდეგ კი მომენტები "საბურთალომ" ვერ გამოიყენა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ცუდად გამოვიდა მეკარე გუგეშაშვილი და კაკუბავას თავური ოდნავ ასცდა მიზანს. მერე ტერამაც კარგი მომენტი გააცუდა.

67-ე წუთზე კი საქართველოს ჩემპიონი დაწინაურდა -
შეცვლაზე შესული დიასამიძის შორიდან დარტყმული არგასაშვები ბურთი გუგეშაშვილმა გაუშვა. თუმცა, "დილა" არ დანებდა და ასევე შეცვლაზე შესულმა კუციამ თავურით დალაშქრა მიგინეიშვილის კარი.

შეხვედრის დასასრული დაძაბული გამოდგა. ჯერ ფორტესი გავიდა მიგინეიშვილთან პირისპირ და მიზანს ვერ უწია, ხოლო შემდეგ როლოვიჩის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გუგეშაშვილმა მოიგერია და 1:1.

"საბურთალომ" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა დაასრულა ფრედ, 31 ქულა აქვს და ბათუმის "დინამოსთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 1:1
გოლები: 0:1 გიორგი დიასამიძე (67), 1:1 გიორგი კუცია (76)

დილა (5-2-3): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ერიკს სანტოსი (დიდიე კოუგბენია 70), თორნიკე გრიგალაშვილი (გიორგი კუცია 72), ამოს ნონდი, ლუკა რაზმაზე (კ), ლევან ნონიკაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ფელიპე პაიმი (ალვინ ფორტესი 65)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან კაკუბავა, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (გიორგი დიასამიძე 61), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (თორნიკე გორგიაშვილი 73), ანტე გი (ოგნიენ როლოვიჩი 67)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაწერეთ, რომელი წლის 22 მაისია, თორემ ვერაფერი გავიგე!
zurab
17:29 25-05-2019
1
დილამ ვერ სძლია საბურთალოს)
გაგი
11:09 25-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული