ბათუმის "დინამო" 50 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა - კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ფოტო: Fb.com/DinamoBatumi1923

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ბათუმის "დინამო" დააჯარიმა - ამის შესახებ ტელეკომპანია "აჭარა" იუწყება.

ანგისის ბაზაზე ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში მოედანზე მაყურებლის შეჭრის 4 ფაქტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებმა ფეხბურთელებისა და მსაჯების მიმართულებით პლასტმასის ბოთლები ისროლეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

"აჭარის" ინფორმაციით, ჯარიმებმა ჯამში 50 000 ლარამდე შეადგინა.

ბათუმის "დინამომ" Facebook-ზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წესების დაცვისკენ მოუწოდა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა თქვენ მიმართ და გადაგიხადოთ მადლობა იმ ინტერესის გამო,
რასაც კლუბის მიმართ იჩენთ.

ეს განსაკუთრებით საშინაო მატჩებში იგრძნობა და იმედი გვაქვს, რომ ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ, თუმცა არსებობს სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესები, რაზეც გვინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ, კერძოდ, ბოლო საშინაო მატჩებზე, ე.წ. ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაფიქსირდა:

  • ნივთების სროლა მოედანზე
  • მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე
  • სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა და სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება
  • ღონისძიებაში ჩართული პირების მიმართ ზედმეტად აგრესიული ქცევა და შეურაცხყოფა
  • სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანაშრომლის მოთხოვნა/მითითებისადმი დაუმორჩილებლობა.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის თქვენი და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ "დინამო ბათუმს" რამდენიმე საშინაო თამაშის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე/ან სხვა ქალაქში მოუხდეს, რაც ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს", - წერია ბათუმის "დინამოს" განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
და ფეხბურთისფედერაციის პრეზიდენტი იძახის ძლივს დავაბრუნეთ გულშემატკივრობა სტადიონებზეო :-)))
sdfffff
29 მაისი 2019 20:51
10
საერთოდ ეს მიმბაძველობა რა უბედურეება. უცხო სტადიონებზე დაინახეს ფანების გადასვლა და ხომ უნდა მიბაძონ აქაურმა მიმბაძველებმა. თუ ფეხბურთი გიყვარს უნდა მოიქცე ისე, რომ გუნდი და სტადიონი არ დააზარალო. ან ორსართულიანი გინება ფეხბურთელების მისამართით, არ გრცხვენიათ? რა მოთამაშეებს სმენა არა აქვთ და ვერ გაიგებენ? მიდიხარ სტადიონზე მოიქეცი ისე როგორც ნამდვილ ქომაგს შეეფერება! თუ მაინცდამაინც ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, მაშინ დაეტიე სახლში და სხვებს ნუ უშლი ხელს.
მირიანი
29 მაისი 2019 18:08
5
Ise saintereseo ramdenit ajarimeben Galatasaray-Feneris fanebs derbis shemdeg) iq xom moedani brdzolis vels gavs dabombvis shemdeg
GEORGIAN FCDB
29 მაისი 2019 17:46
4
არ ვარ ბათუმელი, მაგრამ ყველაფერი მიხარია კარგი ბათუმის და მთლიანად აჭარის, მაგრამ უწესო და უწესრიგო ქცევების გამო , არც , ბათუმი მინდა, არც თბ. დინამო და არც ტორპედო!!!!/ როგორც მოედნებია ასაშენებელი და დასახვეწია მთლიანი საფეხბურთო სისტემა, ასევეა უდიდესი პრობლემა გულშემატკივრებში , გულშემატკივრობაც დასახვეწია!!! ბევრი ევროპული გრანდის სტადიონზე ვარ ნამყოფი და ძალიან შორს ვართ მათგან!! არადა ქართველებს არც ტემპერამენტი გვაკლია და არც ფეხბურთის სიყვარული... გუშინ ინტერნეტში ვიყურებდი ერთერთ ჩვენ გუნდის თამაშს და ძალიან ხშორად ისმოდა ფეხბურთელების მიმართ ცოლშვილის გინება , რაც საზიზღრობა იყო ამ ყველაფრის მოსმენა, ბურთი ვერ მიიღო და ცარიელი ტრიბუნიდან ვიღაცა ცოლს, შვილს, და დედას გაგინებს, ესაა გულშემატკივრობაა? ან ბოთლი ესროლე , ან შევარდი და გაეკიდე ვიღაცას , ესაა გულშემატკივრობაა? 50000 ლარი ბათუმის დაჯარიმება ძალიან საწყენია, საქართველოში ეგ ფული ძალიან დიდი თანხააა.../ იმედია გამგები გაიგებს რასაც ვწერ, / ძალიან არ მომწონს თბ.დინამოს და ტორპედოს გულშემატკივრების ქიშპობა და ზღვარგადასული ზიზღი, ეგ თუ გვავნებს ორივე ქალაქს ,თორე მაგით რო არაფერი მოგვემატება ეგ ზუსტად ვიცი!!! პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და გულშემატკივრებმა ორგანიზება უნდა გაუკეთონ ერთად , თუ როგორ გახადონ უფრო მიმზიდველი ხალხისთვის ჩვენი ჩემპიონატი, და არა ერთმანეთის გადმოყრა მეორე იარუსიდან...!/ იმედია ჩვენც მივალთ მაღალ დონემდე და გადავუსწრებთ კიდეც ბევრ ევროპულ გრანდს ...
Vasili
29 მაისი 2019 16:47
0
ნამდვილი გულშემატკივარი მოედანზე არ შეიჭრება და ბოთლებს არ ისვრის მინდორზე! ესენი არიან ველური ცხოველები, რომლებიც მთელ ბათუმს არცხვენენ. ასეთები უნდა გამოააშკარაონ გვერდზე მდგომებმა და სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინონ. ამათი სტადიონზე შეშვება არ შეიძლება. ესენი ბათუმის ზოოპარკში უნდა ჩასვა გალიაში და ტურისტებს ესროლონ ბოთლები მერე.
ლუკა
29 მაისი 2019 16:09
3
Da turistebma ra daashaves megobaro?)
GEORGIAN FCDB
29 მაისი 2019 16:43
1
არც შევჭრილვარ როდისმე და არც რამე გამიქნევია, თან ყველა თამაშს ვესწრები, არც არავის ადვოკატობას ვაპირებ, უბრალოდ ეს ბავშვები იყვნენ არასრულწლოვნები და ვერ დააჯარიმეს, ამიტომ გუნდი დააჯარიმეს. საბურთალოსთან სრულწლოვანი იყო ვინც გადახტა და ის დააჯარიმეს 150 ლარით. ბოლოს ვიტ ჯორჯიასთან ყველა არასრულწლოვნები იყვნენ, ასე რომ სანამ ვინმეს ცხოველად მოიხსენიებ ჯერ შენში მოძებნე ცხოველი და მერე გაკიცხე სხვა. "მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო".
roma
29 მაისი 2019 16:20
14
წავიდა ბრძოლა ბათუმის დასაშლელად? იქნებ განმარტოს ფედერაციამ რას ნიშნავს დინამოს მიმართ ასეთი მკაცრი ქცევა? თუ ვიღაცაებს არ მოსწონთ რომ ამდენი დავდივართ და მხარს ვუჭერთ ჩვენ საყვარელ გუნდს? ვიცი ამასაც გადავლახავთ ჩვენ აჭარელი ხალხი და გამოვასწორებთ ამ საქციელს მაგრამ თითქმის 100% დარწმუნებული ვარ რომ ამის მერე სხვა რაღაცეები გამოჩნდება რომ აგვიკრძალონ თამაშზე სიარული. "მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო".
roma
29 მაისი 2019 15:00
25
არა მგონია ბათუმელი იყო.
გიორგი
30 მაისი 2019 17:36
0
მხოლოდ ტაში დავუკრათ?:) ჩვენს ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს!:)
ლაშა
29 მაისი 2019 14:57
2

სიახლეები პოპულარული