"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

როგორც გეთიაშვილი აცხადებს, "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს.
არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის "ჩაწყობის" მიზნით. შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი, თუმცა ბოლოს პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომლებსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი "სქემაში", რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა "თამაშის ვერგაკეთების ვალიც", რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ "ვალის" განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, "სქემაში" მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. "ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია;

2. "ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" თამაში არ ყოფილა "გარიგებული";

3. "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა", - აცხადებს გეთიაშვილი.

ცნობისთვის, გარიგებული მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება


წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
სტატია მაინც წაიკითხეთ ბოლომდე, კომენტარებში რომ ფილოსოფოსობთ. სადმე იმართლა თავი? პირიქით, მისი გუნდელების ამ ამბავში ჩათრევაც თავის თავზე აიღო და სიმართლე თქვა. მის საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ აი ეს პოსტი, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, განსხავევბით შეროზიას ცოლის პოსტისგან, რომელიც ლამის გვამადლოდა, რომ თამაშებს აწყობდა მისი ქმარი
ლადო
30 მაისი 2019 14:05
4
გაჩუმდით მაინც და დაიმალეთ თქვენთვის, ნურც ცოლებს აწერინებთ პოსტებს თქვენი გმირობების შესახებ, რომელი თინათინები და ავთანდილები თქვენ ხართ, თქვენი და ფედერაციის ბრალია, რომ მასიურად იკლო ფეხბურთის სექციაში ვარჯიშის მსურველი ბავშვების რაოდენობამ, აღარ შეჰყავთ ბავშვები აღარც ფეხბურთზე და აღარც ჭიდაობაზე, შეჰყავთ რაგბზე, სადაც წესიერი და პატრიოტი ხალხი აკეთებს საქმეს, თორემ არასოდეს არ იქნება საქართველოში რაგბი უფრო პოპულარული ვიდრე ფეხბურთი და ჭიდაობის სახეობები
llcl
30 მაისი 2019 13:26
8
გულისამრევია ნებისმიერი ასეთი სტატია და მათი გამამართლებელი კომენტარები. არაა საჭირო რაღაცეების საკუთარ თავებზე აღება - ბოდიში მოიხადეთ და ჩუმად წადით სხვა საქმე მოძებნეთ, ფეხბურთს გაეცალეთ.
kote
30 მაისი 2019 16:07
0
რა თავს იმართლებენ ვერ გავიგე, ამათ საქციელს რამე გამართლება აქვს? ესენი თუ არ დასაჯეს საკადრისად, იგივეს კიდევ გაიმეორებენ.
gio
30 მაისი 2019 12:18
4
ჯერ სამი თვეა რაც ჩემპიონატი დაიწყო და დიდი დავალიანებები აქვს გუნდს,რატომ ამაზე არავინ არაფერს არ იძახის? გადაამოწმეთ რამხელა დავალიანეებაა გუნდში და მიხვდებით ვინ არიან დასაჭერები.
ზეზვა
30 მაისი 2019 13:16
3
ეს გამყიდველთან ერთად ავადმყოფიც ყოფილა საწყალი. გინდა ისე ატრიალე გინდაც ასე,სულერთი არაა? სამუდამოდ ხართ ფეხბურთიდან მოსაკვეთები
გოგა
30 მაისი 2019 12:50
7
სამწუხაროდ ბიჭებს არ აღმოაჩნდათ იმდენი ნებისყოფა რომ უარი ეთქვათ ეგეთ შემოთავაზებაზე. ადამიანი მრავალნაირია ზოგი უძლებს ცდუნებას, ზოგიც ვერ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელს გამართლება არ აქვს, ტავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საფეხბურთო კლუბმაც, რომელიც გაკვეულ ხელფასს დაჰპირდა და ვერ უხდის. ამ ადამიანმა ხელფასზე გათვლით თავისი წილი ვალდებულება აიღო ოჯახის წინაშე, რომლის შესრულებასაც ვერ ახერხებდა და ამიტომ ვერ გაუძლო ცდუნებას და დათანხმდა კონკრეტულ შემოთავაზებას. საინტერესოა რამდენად გადადგამდნენ იგივე ნაბიჯს, თუკი ყველაფერი კარგად იქნებოდა და დროულად აიღებდა კუთვნილ ხელფასს. ამიტომ უნდა იყოს რაღაცმექანიზმი რის მეშვეობითაც გაკონტროლდება აქვს თუ არა კლუბს იმ ხელფასების გადახდის საშულებაც, რაზეც იგი უფორმებს ხელშეკრულებას ფეხბურთელს. თუ არადა ანალოგიური სიტუაციისგან კლუბში და ფეხბურთელის ცდუნებისგან არავინაა დაზღვეული და დღეს თუ ძლებს ვინმე და უარს ამბობს, ცოტახანში შეიძლება ისიც ჩაითრიონ ამ ჭაობში.
DAVE
30 მაისი 2019 14:28
6
gudushauri da kiknavelidzes ese rato moitxovenro dabrundnen araper shuashi ararian?gasarkvevia jer kide eg dabrundenian tu ara eset saqciels gamartleba araaqvs
gaga
30 მაისი 2019 16:25
0
1) roca fuls gtavazoben sakutar ojaxs ugalato eg didi sheuracyofa rac rogor chans ar icit umetesobam,2)5kacs 10atasi gadaixadet tqvekai xalxo adamianis daxmareba tu gindat gulitaketebt manqana gayidet da seshe deg fufuneba yvelas sursmara sada kai cxovreba,davalianebarom qonda klubs mshierikvdebodit romelime sachmelsver chamdit tu ra imdavalianebas adre tu gian gagistumrebdnen eh cudia cudi gudushauri damenana dzan kai axalgazrda bichia fexburtis tvalsazrisit vambobpirovnulad ar vicimara erti nichieri fexburteli kidaaklda qveyanas
Va-Le
30 მაისი 2019 12:28
2
GUDUSHAURI SACHIROA QARTULI PEXBURTISTVIS.DA GUNDEBSI SHEIXEDON DA NAXON RAXDEBA PINASEBTAN DAKAVSHIREBIR RACAAQVT MAGASACRO ARADZLEVEN
nika
30 მაისი 2019 13:52
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული