"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

AutoSharing Option
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს 11 მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი დააკავა, მათ შორის 5 ეროვნული ლიგის წარმომადგენლის, "ვიტ ჯორჯიას" მოთამაშეა.

სასამართლომ "ვიტ ჯორჯიას" 5-ივე მოთამაშე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ჯონი შეროზიას ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობდა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო.

altადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო

30 მაისს, ამავე საქმეზე დაკავებულმა გიორგი გეთიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აპრილის დასაწყისში მან ერთ-ერთი დაკავებულისგან,
რომლებსაც გამოძიება ორგანიზატორობას ედავება, მიიღო წინადადება, "მატჩის ჩაწყობასთან" დაკავშირებით, რაზეც მან თავდაპირველად უარი განაცხადა, შემდეგ კი ფინანსური პრობლემების გამო დათანხმდა.

alt"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

 

Sportall.ge-მ ე.წ გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ფეხბურთელთან, ნიკოლოზ მაისურაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობ დეტალებზე საუბრობს.

 

- დავიწყოთ თავიდან, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ ჩაერთეთ ამ ამბავში?
- გიორგი გეთიაშვილის განცხადებაშიც ჩანს, პირველი გარიგებული თამაშის შემდეგ, რომელიც "ვალად" დაედო, მოვიდა ჩვენთან და ითხოვა დახმარება, რომ "ვალის დაბრუნებაში" დავხმარებოდით. არ ვამბობ, რომ ეს კარგი საქციელია, უბრალოდ ჩვენ მხოლოდ მეგობრის დახმარება ვცადეთ.

რა თქმა უნდა, კანონი დავარღვიეთ, მაგრამ არანაირ ფულის აღებას ადგილი არ ჰქონია.

თითქმის მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი კარიერა გავწირეთ იმისთვის, რომ მეგობარს დავმხარებოდით და ამას სავალალო შედეგები მოჰყვა.

- რა ფინანსური სარგებელი მიიღეთ ამ გარიგებიდან?
- არანაირი, რომელ ფინანსურ სარგებელზეა საუბარი, როდესაც მეგობარს ვალის დაბრუნებაში ვეხმარებოდით. აქ არანაირი ფულის ინტერესი არ ყოფილა.

ერთი რამ მინდა ვთქვა პაატა ღუდუშაურთან და ნოდარ კიკნაველიძესთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს მეგობრის დახმარების გამო ასეთი პრობლემები შეექმნათ.

- გასაგებია, რომ თქვენ დახმარების თხოვნა გიორგი გეთიაშვილისგან მიიღეთ, თვითონ გიორგი როგორ ჩაერთო ამ ამბავში?
- ამაზე გიორგიმ თავად დეტალურად ისაუბრა, ჰქონდა შემოთავაზებები, გიორგიმ უარი უთხრა, მაგრამ შემდეგ რაღაც ფაქტების წინაშე დააყენეს, აურიეს თავგზა და თავისი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ამ ნაბიჯზე წავიდა. მე მინდა რომ ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი შემოთავაზება ჩემი მისამართით ადრეც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი.

- რატომ გახდა საჭირო რომ ამ სქემაში გეთიაშვილის გარდა სხვა ფეხბურთელებიც ჩართულიყვნენ?
- იყო მოთხოვნა, რომ სხვა ფეხბურთელებიც მოეყვანათ, რადგან მეტი ნდობა ყოფილიყო.

ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ გაუსაძლისი იყო, ვერც ავხსნი ისეთ სიტუაციაში ვიყავით, კოშმარი ხდებოდა. რომ დაგვაკავეს, ბიჭებმა ამოვისუნთქეთ. წარმოიდგინე, როგორ სიტუაციაში შევყავით ძალაუნებურად თავი.

- წეღან თქვი, რომ მატჩის გარიგების შესახებ წინადადება ადრეც მიგიღია, თუმცა ყოველთვის უარი გითქვამს. ანუ ქართულ ფეხბურთში ასეთი შემთხვევები ხშირია?
- სიმართლეს ვიტყვი. დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ. ადრე ხშირად მსმენია ასეთი რაღაცები, თუმცა ბოლო 2-3 წელია ამაზე საერთოდ არ გამიგია, მითუმეტეს უმაღლეს ლიგაში.

- ჩვენი საუბრის ბოლოს, რას ეტყოდით საზოგადოებას, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს?
- მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს ერთი ლარიც არ აგვიღია და მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენი მოტივი იყო მხოლოდ მეგობრის დახმარება და სხვა არაფერი.

altსუს-მა გარიგებული მატჩების გამო "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები გასახდელში აიყვანა

alt"ვიტ ჯორჯიას" განცხადება: ცუდი ამბავია ჩვენს თავს - არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ

altლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას; ყველას დავუპირისპირდები, ვინც უნდა იყოს!

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
იციან მაინც იმ მეგობარს, როგორ დაედო ის ვალი, თუ მართლა დაედო? ალბათ სადღაც წააგო. ასეთ კაცთან კი რა გამეგობრებთ ფეხბურთელ ბიჭებს? ამით ხომ დათვურ სამსახურს უწევდით იმ ამხანაგს? ამ ვალს გაუსტურებდით და მეორეს დაიდებდა, იმიტომ, რომ იცოდა კიდევ შეგაცოდებდათ თავს.
გაბრა.
24 ოქტომბერი 2022 17:54
0
კაი ვთქვათ იმას შეეშალა და უსინდისოდ მოიქცა , თქვენთან რო მოვიდა ასეთ უსინდისო საქმეზე თქვენც თანხმობა უთხარით და 100 ჯერ უფრო უსინდისო საქმე გააკეთეთ ვერ ხვდებით? ვაჟკაცობა და გვერდში დგომა არაა დანარჩენი მთელი გუნდის გაწირვა, მერე ყველაფრის ერთ კაცზე გადაბრალება.
სიმართლე
01 ივნისი 2019 12:29
1
უარეს რომ აკეთებთ ამ განცახდებებით ვერ ხვდწბით? არ აიგეთ კიარა ვერ აიგეთ ეგეც ვერ ჩაატარეთ რასაც ატარებდით და აქეტ 10-10 მიიტანეთ, კარიერა ხო დაინგრიეთ, გუნდელები გაწირეთ და რავიცი რაღაა დასამატებელი
tbiliski
01 ივნისი 2019 10:41
0
კი მაგრამ თუ ასეთი პრობლემები ქონდათ პოლიცია რისთვის არსებობს? როდის უნდა ეშველოს საქართველოს როდესაც ახალგაზრდა თაობას ასეთი მენტალიტეტი აქვს? სამწუხაროა. ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ კანონი არ კანონობს
Guji
31 მაისი 2019 21:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული