"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბი ქუთაისის "ტორპედო" კი დღითი დღე სუსტდება.

მამუკა კობახიძის, ოლექსანდრ აზაცკის და მერაბ გიგაურის შემდეგ "ტორპედო" რიჩარდ ლუკამ და ნიკოლა სტიეპოვიჩმა დატოვეს.

ქუთაისურ კლუბში ბოლო შეხვედრები ჩაატარეს ლევან გეგეჭკორმა და ნოდარ ქავთარაძემ, რომლებმაც ბათუმის "დინამოსთან"  (2:2) გოლების გატანაც მოახერხეს. გეგეჭკორი სწორედ გია გეგუჩაძის გუნდში გააგრძელებს კარიერას.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საბოლოოდ უნდა გაირკვეს სპონსორის საკითხი. საუბ
არი კვლავ ჩინელ ინვესტორებზეა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ინვესტორი არ გამოუჩნდა, ქუთაისს მათე ცინცაძე და ბუდუ ზივზივაძეც დატოვებენ. ეს ფეხბურთელები ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილან.

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შიმკენტის "ორდაბასს" დაუპირისპირდება. მატჩის გამართვამდე 2 კვირა რჩება.

პირველი შეხვედრა 11 ივლისს ყაზახეთში გაიმართება.

altეროვნული ლიგა. XX ტური: გაუტეხელი სული - უმძიმეს ვითარებაში მყოფმა "ტორპედომ" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
იცით რა მიკვირს? რამდენი ხანია უკვე ტორპედოს ფინანსური პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარე დავალიანება დაუგროვდათ ფეხბურთელების მიმართ, ნებისმიერ შრომას კი ანაზღაურება სჭირდება, მაგრამ... ხომ შეეძლოთ ამ ფეხბურთელებს (ქართველებს მაინც) ევროთასები გადაეგორებინათ და მერე წასულიყვნენ. თან მეტ-ნაკლებად კარგ შედეგს თუ დადებდნენ ინვესტორიც ადვილად გამოჩნდებოდა და უეფასგან ბონუსებსაც მიიღებდა გუნდი. ახლა კი პირდაპირ წირავენ ბავშვებს ევროთასების წინ. მერამდენედ უნდა განმეორდეს ერთი და იგივე. დავიჯერო ოდნავ მოგვიანებით ვერ დაითრევდნენ კონტრაქტებს? თუ ყველა ბარსა-რეალში გადავიდა? როცა ვამბობთ ტორპედოს ვგულისხმობთ ყველა ქართულ გუნდს რადგან ყველას ერთი და იგივე სენი სჭირს.
დუდუ
14:34 26-06-2019
1
რატომღაც არავინ არაფერს ამბობთ, რომ ქართული გუნდი ისევ უნდა ,,გაპაზორდეს" ევროსარბიელზე, კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი უნდა ჩაიწეროს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თუმცა როგორც სჩანს ეს მეათეხარისხოვანია არა? პირველადაა ძნელი თორე მერე ......... არც პატრონი გყავთ და არც ღირსება გაგაჩნიათ. პ.ს. იმედია გამოაქვეყნებთ.
პეტრე
17:08 26-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული