"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - იმერული კლუბიდან ამჯერად გიორგი ქიმაძე წავიდა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. იმედია, ერთ დღეს "ტორპედო" ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო!" - ციტირებს ქიმაძის სიტყვებს ქუთაისელთა Facebook-გვერდი.

27 წლის ფეხბურთელი რიგით მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროთასების წინ კახა ჩხეტიანის გუნდი დატოვა.

აქამდე კლუბიდან მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, რიჩარდ ლუკა, მერაბ გიგაური, ლევან გეგეჭკორი, ამბროსი ჩაჩუა და ნოდარ ქავთარაძე წავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქიმაძე კარიერას თბილისის
"დინამოში" გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა რომ შოკში ვარ. აიღეთ "ამერი" "ზესტაფონი" რაუყვეს დედა უტურეს ეხლა ტორპედო პროსტა რა უნდა გვეშველოს....
შოკში ვარ
27 ივნისი 2019 21:05
0
ფედერაცია რა შუაშია თქვენ ნორმალურები ხართ? რამე პრობლემა თუა ეგრევე ფედერაციას რატო ადგები? კერძო კლუბია თავისი თაღლითი მფლობელით რომელმაც ესე შუა გზაზე მიატოვა გუნდი და ფედერაციამ რა უნდა ქნას? ჩაჩავას ყური აუწიოს? თუ ხალხის ფულით ვაფინანსოთ ისევ ქართული ფეხბურთი 2019 წელს?
superman
27 ივნისი 2019 14:31
8
ფედერაცია რა შუაშია და გუნდს რო აფინანსებს ჩვენი გადასახადებით ფედერაციის წარმომადგენელი აღარ უნდა უწევდეს მონიყორინგს ხალხის ფულის ხარჯვას თუ მიუგდო ჩვენი ფული და დაიბანა ხელები ფედერაციამ მერე კიდე სახელმწიფოს ბალანსზე იყო გუნდი და არაკვალიფოციურ სუბიექტს რატო მიყიდეს ვალდებულებების გარეშე თუ ვალდებულებებით მოყიდეს და არ ასრულებს დაინტერესდეს მაშინ საგამოძიებო ორგანოები საქმე გაფუჭდა და დამნაშავე არ ჩანს რა ხდება იქნება აგვიხსნას ვინმემ
ქუთ
27 ივნისი 2019 23:56
2
სირცხვილი და თავის მოჭრა, ასე გვინდა ფეხბურთის განვითარება?
irakli
27 ივნისი 2019 14:19
0
ჩაჩავამ რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ვალი თავისი ჯიბიდან გადდაიხადოს არა?
ოზურგეთი
27 ივნისი 2019 13:54
0
ფედერაცია ცოცხალია???!!! თავზე დაგემხოთ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი!!! არავითარი კომენტარი, თითქოს ეს საქმე თქვენ საერთოდ არ გეხებათ!!! სულ არ გრცხვენიათ. ორ-ორ სკამზე რომ ზიხართ რას აკეთებთ??????!!!!!!!!
გიორგი
27 ივნისი 2019 13:03
16
დასაჭერია ჩაჩავა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის
შაკო
27 ივნისი 2019 11:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული