ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა

AutoSharing Option
ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა. გუნდის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება.

"მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩაერიოს პროცესებში და მოიყვანონ ახალი ინვესტორები, ვიდრე გუნდი მთლიანად დაიშალა, ამ შემადგენლობითაც რთულია თამაში და კიდევ რომ წავლენ ფეხბურთელები, გვიანი იქნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ ასევე მოუწოდეს მერიას, მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემებით და გამოუცხადოს თანადგომა
"ტორპედოს". გულშემატკივრები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე დაშლას არ აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისევ ჯობია რომ გუნდი ქალაქის საკუთრებაში გადავიდეს და ის მიღწევები და თანხა რასაც გუნდი გამოიმუშავებს ქალაქი და გუნდი განკარგავს აქედან გამომდინარე გუნდს მეტი სარგებელი ექნება და თუკი სპონსორი გამოჩნდა კიდევ უანგარო და ტორპედოს მოყვარული ეს იქნება მთლად უკეთესი
ისიდორე
01 ივლისი 2019 22:35
0
მოგიწევთ ქუთაისლებს ვისოლზე ხვეწნა, იქნებ დაბრუნდნენ, მაგრამ უნდა დაჰპირდეთ რომ მადლიერების მაგივრად ისევ დედის გინებას, ქვების სროლას და გაეთრიეს ძახილს არ დაუწყებთ!
თუმცა ალბათობა იმისა რომ ვისოლი დაბრუნდეს არის 0.1%
ახლა კი კერძო საკუთრებაზე:
კლუბი კერძოა,მერიის ბალანსზე არაა, კერძო მგლობელს აქვს კერძო საკუთრები ჩინურ ბინზეს ჯგუფთან,ამ საქმეში მესამე პირი ვერ ჩაერევა ამ ორი მხარის თანხმობის გარეშე.
ქალაქისაგან რას ითხოვს ხალხი? რომ ისევ ქალაქმა შეინახოს კერძო კლუბი თუ კერძოს წაართვას მისი საკუთრება და ბალანსზე დაისვას?თუ კერძოსაგან უნდა გამოისყიდოს?
ხომ არ აჯობებდა რომ გადადოთ ამბიციები და ნულად შეჰქმნათ სახალხო გუნდი სახალხო ფულით, როცა არც მერიას ,არც სახელმწიფოს და არც ჩიენლებს არაფერს ეხვეწებით, რამდენიც გაქვთ იმდენით არსებობთ და იბრძვით განვითარებისაკენ.
Artanuji
28 ივნისი 2019 16:16
5
ასე ამბობთ,რომ ხალხია დამნაშავე. მე ვიცი რომ ქალაქის მერიამ უამრავი რიჩაგები დაიტოვა სიტუაციის საკონტროლოდ, მაგრამ ხმას არ იღებენ რომ ვიღაცას არ ეწყინოს. ქვეყანას არა ყავს
პატრონი და "ტორპედოსათვის" ვისა სცალია.


ჭუმიკა
29 ივნისი 2019 21:51
1
ეს ხალხი ღირსია,რომ ჰყავდეთ კარგი გუნდი,ითხოვენ ხომ გააკეთონ აუდიტორული შემოწმება ნახონ რაშია საქმე ვინ არის ეს ჩაჩავა,ასე გამოდის,რომ ინვესტორები აფინანსებდნენ ალბათ რაღაც არ მოეწონათ მართვაში,გაერკვნენ ხომ შეიძლება,მერიის ბალანსზე ხომ იყო გუნდი,ალბათ ერთად მაიმუნობდნენ,მიდით ქუთაისელებო მიაწექით,მაგარი ხალხი ხართ,ქუთაისს უნდა ჰყავდეს გუნდი იმსახურებს გულშემატკივარი და იმიტომ.
გოჩა
28 ივნისი 2019 14:53
0
ვინც რაღაცით მაინც შეეწინააღმდეგა ფედერაციას კობის და შესაბამისად ოცნებას ყველას ერხევა არ აკვირდებით? ეს ასე იქნება სულ. გული მწყდება ტორპედოს დაშლაზე ძალიან.
zura
28 ივნისი 2019 14:20
1
ერთი ადგილით უნდა დაკიდო ჩაჩავა და ამოატყავო ის ბიუჯეტის ფული რაც ჭამა.ესეთი არაკაცი როგორ უნდა იყო რო შენს ქალაქს და გუნდს ფული არჩიო.რატო ატყვილებიებთ თავს სადაა საგამოძიებო სტრუქტურები არც სირცხვილ ნამუსი გაქვთ ევროტურნირებზე გადაგვივლიან ეს მარტო ტორპედოს კიარა ქვეყნის სირცხვილი იქნება
თემური
27 ივნისი 2019 22:41
0
ყოჩაღ ტორპედოს გულშემატკივრებს, რომ გამოხატეს სამართლიანი გულისტკივილი. გუნდი თითქმის საუკუნე არსებობს და განადგურების პირას მიიყვანეს. პასუხისგებაში არიან მისაცემი ყველანი, ვინც ეს გააკეთა.
ლუკა
27 ივნისი 2019 19:41
2
პრობლემა იმაშია, რომ ფედერაციას ფული გუნდში მაშინ უნდა ჩაერიცხა თუ მანამდე მეპატრონე ერთ იმდენს თავადაც ჩადებდა, თორემ რა გამოვიდა დაიხარჯა ფედერაციის(სახელმწიფოს) ფული და ვსიო შედეგი არაა.
Kkk
27 ივნისი 2019 18:35
1
ეს რო ასე იქნებოდა ვიცოდი საქართველოში 2 წლიანი გუნდებია მეტი გინახავთ ?
soso
27 ივნისი 2019 17:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული