ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა

AutoSharing Option
ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა. გუნდის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება.

"მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩაერიოს პროცესებში და მოიყვანონ ახალი ინვესტორები, ვიდრე გუნდი მთლიანად დაიშალა, ამ შემადგენლობითაც რთულია თამაში და კიდევ რომ წავლენ ფეხბურთელები, გვიანი იქნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ ასევე მოუწოდეს მერიას, მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემებით და გამოუცხადოს თანადგომა
"ტორპედოს". გულშემატკივრები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე დაშლას არ აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ