ამბროსი ჩაჩუა: "ტორპედოს" ჩემი ოთხი თვის დავალიანება აქვს - ამ საკითხით იურისტები არიან დაკავებულნი

AutoSharing Option
მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფი "ტორპედო" ქართული წარმოშობის 25 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ამბროსი ჩაჩუამაც დატოვა და footboom.com-ს შემდეგი განუცხადა:

"კლუბში სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ოთხი თვეა ხელფასი არ გადაუხდიათ და ეს გახდა ქართული გუნდიდან ჩემი აბარგების მთავარი მიზეზი.

"ტორპედოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე და თავისუფალი აგენტი ვარ. ვალი? დაფარვას გვპირდებიან. ამ საკითხით ახლა ჩემი იურისტები არიან დაკავებულნი.

დრო გვაჩვენებს, ყველაფერი როგორ დასრულდება. მომავალი? მოცემულ მომენტში კონკრეტულ წინადადებებს ველი. უკრაინა თუ ისევ საზღვარგარეთი? ძნელი სათქმელია, ვნახოთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
amas raga ak sapretenzio 5 tamachi itamacha sul isic zamenaze, ras itxovs rachi gekutvnis puli, chen kiara bichebi moedans xnavden tavs ar zogavden da igeni ar chivian, csachivlelad chamovida, esga gvaklda axla torpedos problemebs.
KUTAISELI
01 ივლისი 2019 16:41
3
კი მარა ეგი რა გამევიდა ახლა, გუნდმა ხელფასი დოუნიშნა ფეხბურთელებს და ვერ უხდის? აპა რის იმედათ დოუნიშნა ვერ გევიგე, თუ იმ წვრილთვალებიანი ხალხის იმედათ იყვენ რამე გარანტია ხომ უნდა ქონებოდათ რომ გადეიხდიდენ ამ დასაწვავ ფულს ის, რაღაცაქვია, ინვესტორები? რა უბედურობაა ეს, რახთება, ფული არ გადეიხადენ იმ შობელძაღლებმა (ჩინელებზე ვამბოფ თვარა ქართველებს შემოევლოს ჩემი დარჩენილი სიცოცხლე)!
გოგია წულაია
28 ივნისი 2019 12:06
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული