უმძიმესი ფინანსური კრიზისი - ფოთის "კოლხეთი" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი" "ფეისბუქის" მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, სადაც კლუბში უმძიმესი ფინანსური კრიზის შესახებ წერს.

გთავაზობთ "კოლხეთის" განცხადებას უცვლელად:

"სამწუხაროდ საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის "კოლხეთი 1913'' დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება რადგან გასულ სეზონში რბილად რომ ვთქვათ გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება.

უპირველეს ყოვლისა უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი
საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს.

გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწად ნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველმიზეზის გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება.

ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ ისევე როგორც გასულ სეზონში 6 ქულით დააჯარიმებენ რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია.

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს.....", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 16 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენენბთ, რომ 11 ივნისს საფეხბურთო კლუბის, ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა და მისი თანამდებობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ შეითავსა.

ნიკო ჯაში "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს
დაინიშნა. გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვე მართლა ყლეებო და გონებაჩლუნგო იდიოტებო, ბურკინაფასოელის ჩამოთრევაში იხადოს ფოთის მერიამფულები ბავშვებს სახლ-კარი არ აქვს ზოგს?
dsfaf
07 ივლისი 2019 04:50
0
ხომ აფინანსებს კლუბებს სახელმწიფო? რატომ არიან აბა ვალებში..ესეიგი დაუდევრობაა მართვისას..
საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ახლა კიდევ ამათ გადარჩენაზე იზრუნოს სახელმწიფომ ამ ფედერაციამ.
გელა ნუგზარაშვილი
30 ივნისი 2019 10:38
1
ჩვენ ყველას არ გვინდა გაგება,რომ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა,რომ გუნდები დააფინანსონ ნორმალურად,არ გვინდა გაგება,რომ გუნდები რომლებიც მერიის ბალანსზეა უნდა გაიყიდოს ან გადაეცეს კერძო მფლობელს რომელიც მოუვლის გუნდს,დამთავრდა საბჭოთა კავშირი დღეს სხვა რეალობაა,მაგრამ ახლა მერიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი,რომ გუნდი არ დაიშალოს შემდეგ სპონსორის ძებნა კი არ უნდა დაიწყონ,რომ ფულები წაღლიტონ არამედ მყიდველი მოძებნონ.
გოჩა
30 ივნისი 2019 10:13
0
ავხსნი ერთხელ და გამგებმა გაიგოს. რა შუაშია საერთოდ კობიაშვილი და ფედერაცია ? კლუბი ღებულობს დაფინანსებას, კოლხეთის შემთხვევაში შარშან იყო 900,000 ლარი. მაგრამ მისმა ხელმძღვანელობამ, ვირტუალური სპონსორის იმედზე ვალდებულება აოღეს 2 მილიონი ლარის. რა თქნა უნდა ის დამატწბითი ფული ვერ იმოიტანეს კლუბში, ხოლო ფეზბურთელები ვისთანაც ხელშეკრულება დადეს, უჩივიან. პასუხისმგებლიბა ეკისრება კლუბის მმართველს და მის დამფუძნებელს, ამ შემთხვევაში კი გამოდის რომ ფოთის მერიას. ასე რომ მოკითხეთ მას, ვისაც მოსაკითხი აქვს.
DAVE
30 ივნისი 2019 01:04
3
ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ კობიაშვილის ფედერაციის პრეზიდენტად ყოფნის მანძილზე რომ უკეთესობისკენ შეიცვალა, კლუბები აღარ კოტრდებიან, გუნდები ევრო ტურნირებზე მონაწილეობენ თუ ნაკრები რაიმე შედეგს აღწევს? კობიაშვილის მოღვაწეობა მხოლოდ იმით იქნება გასახსენებელი რომ მისი პრეზიდენტობის დროს მათ გადაეცათ ჯილდო ლგტბ უმცირესობის მხარდაჭერისათვის))
dinamo
29 ივნისი 2019 22:01
9
ვიღაცეებმა მკერდის ძუძუს მიაგნეს და ბოლომდე გამოღიჯნეს.არ ვიცი,რასაც ვუყურებ,სახელმწიფოსაგან კლუბების დაფინანსებამ,სრული კრახი განიცადა.ალბათ მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა ფეხბურთში უნდა დაბანდებულიყო ის ფული.დანარჩენი კი ქარს გატანებულია.შემოდგომისათვის სადაც ვიყავით,ალბათ იმაზე უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
სოსო
29 ივნისი 2019 20:51
2
მერამდენე კლუბია უკვე მსგავსი პრობლემებით. სად ჯანდაბაში მიდის ამდენი ფული სააად. რატო არ კითხულობთ?
rodemdeeeeee
29 ივნისი 2019 18:27
0
ბატონი გოჩა კურდღელიას დანიშნული იყო წინა ხელმძღვანელობაც და იმის წინაც. ეხლა კი არ უნდა დარბოდეს ვითარების გამოსწორებისათვის, რაც ფაქტიურად შეუძლებელია, არამედ როცა ნიშნავდა პასუხისმგებლობაც უნდა აეღო საკუთარ თავზე.
DAVE
29 ივნისი 2019 18:12
0

სიახლეები პოპულარული