უმძიმესი ფინანსური კრიზისი - ფოთის "კოლხეთი" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი" "ფეისბუქის" მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, სადაც კლუბში უმძიმესი ფინანსური კრიზის შესახებ წერს.

გთავაზობთ "კოლხეთის" განცხადებას უცვლელად:

"სამწუხაროდ საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის "კოლხეთი 1913'' დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება რადგან გასულ სეზონში რბილად რომ ვთქვათ გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება.

უპირველეს ყოვლისა უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი
საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს.

გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწად ნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველმიზეზის გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება.

ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ ისევე როგორც გასულ სეზონში 6 ქულით დააჯარიმებენ რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია.

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს.....", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 16 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენენბთ, რომ 11 ივნისს საფეხბურთო კლუბის, ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა და მისი თანამდებობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ შეითავსა.

ნიკო ჯაში "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს
დაინიშნა. გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვე მართლა ყლეებო და გონებაჩლუნგო იდიოტებო, ბურკინაფასოელის ჩამოთრევაში იხადოს ფოთის მერიამფულები ბავშვებს სახლ-კარი არ აქვს ზოგს?
dsfaf
04:50 07-07-2019
0
ხომ აფინანსებს კლუბებს სახელმწიფო? რატომ არიან აბა ვალებში..ესეიგი დაუდევრობაა მართვისას..
საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ახლა კიდევ ამათ გადარჩენაზე იზრუნოს სახელმწიფომ ამ ფედერაციამ.
გელა ნუგზარაშვილი
10:38 30-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული