ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გადრანმა დატოვა - ამის შესახებ აჭარული კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

24 წლის ფეხბურთელმა "დინამოს" რიგებში მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა და გოლი პრინციპულ შეხვედრაში გაიტანა, სწორედ გადრანის ერთადერთი გოლით შეძლო გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისის "დინამოს" დამარცხება.

ცენტრალური მცველი კარიერას, სავარაუდოდ, ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს, რომელმაც ბოლო კვირებში ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი მოისაკლისა.

მამუკა კობახიძე სწორედ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა, ოლექსანდრ აზაცკიმ კი კარიერა ჩეხურ "ბანიკში" გააგრძელა.

გიორგი გადრანს სხვადასხვა დროს "გაგრას", ოდესის "ჩერნომორეცის", თბილისის "დინამოს", "დესნას" და გორის "დილას"
რიგებში უთამაშია.

altოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა

altუკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

altქუთაისის "ტორპედო" მეათე ფეხბურთელმა დატოვა

alt"ტორპედომ" "ჩიხურადან" თავდამსხმელი დაიბრუნა

 

Sportall.Ge