"ტორპედოს" სტადიონზე საფარი დააგეს, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ახალი საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, რომლის ამსახველ ფოტოებს "ტორპედო" "ფეისბუქზე" ავრცელებს.

kutaisipost.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ახალი სეზონის დაწყებამდე თამაშებს მაინც ვერ ჩაატარებს.

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო", ფინანსური კრიზისის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას.

კლუბში ბოლო წლებია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, იმისთვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლოს, ბაზაზე ყველაზე მცირე, ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

Sportall.Ge

პროექტის მიხედვით, მოედნის ინფრასტრუქტურა
თითქმის მთლიანადაა შესაცვლელი.

სამუშაოების პროექტირება ქუთაისის მერიამ 35 000 ლარით დააფინანსა, თუმცა უცნობია, საიდან მოიზიდავს კლუბი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს.

წყარო: kutaisipost.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
გუნდი დაშალეს და საფარი ვის დაუგეს??????
zzzzzzzzzzzzzviadi
01 აგვისტო 2019 14:34
1
რაღაცნაირად მახსოვს,რომ ბ-ნმა ლ. კობიაშვილმა "ტორპედოსთან" შეხვედრისას განაცხადა,რომ ქუთაისში იგეგმებოდა თანამედროვე სტილის ახალი სტადიონის მშენებლობა. თუკი ასეა,არსებულზე ზედმეტი ხარჯის გაწევა, რა თქმა უნდა, არ ღირს.დიდი სპორტული ტრადიციების მქონე,ყველასთვის საყვარელი, ჭეშმარიტად ქართული ქალაქი ნამდვილად ღირსია და იმსახურებს კიდევაც თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სტადიონის მშენებლობას!გადაწყეტილება მისაღებია დროულად და გაწელვების გარეშე! თბილისელი გულშემატკივარი.
givi
28 ივლისი 2019 01:29
0
kutaisi vis ainteresebs saertod, ra stadioni, mindori mogvigdes da es aris sul, pederacias tbilisi da batumi ainteresebs da kic akvt magari stadionebi da gundebsac azliereben da kutaiss dauchales gundi chachavas daxmarebit, roca chexedes ro torpedos momgebi ar iko sakartvelochi arcerti gundi, gunds 27 matchiani caugebeli seria konda, da ra uknes kvelam kargad naxa, axla kriziss abraleben.xalxi brma araa kvelapers xedavs da xvdeba.
KUTAISELI
27 ივლისი 2019 14:35
4
არადა ეგ სტადიონი უკვე დასანგრევია და ახალია ასაშენებელი. რა რემონტი რის რემონტი სირცხვილია ესეთ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი ერქვას.ფეხბურთელი რომელიც ტოპ დონის იყო ევროპაში მემგონი მეტის ღირსია.
zaza
25 ივლისი 2019 14:58
0
იციან საქმე ქუთაისში, დროებითი ჩავარდნა ვის არ მოსვლია
ermiloe
25 ივლისი 2019 13:55
11
სტატიის ავტორმა უნდა იცოდეს რომ კლუბი არ აკეთებს სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მინდორი ფედერაციამ დააგო, დანარჩენი სამუშაებს მერია გააკეთებს. მერიის დამუშავებულ პროექტს კლუბი როგორ გააკეთებს
zzz
25 ივლისი 2019 12:56
0
e.i es chachava tavidanve avantiuristi yofila. axla tu krizisia, ratom ar gaketda 2-3 clis cin?
levani
25 ივლისი 2019 12:49
0
აქ ხომ თავის დროზე ვერაფერი კეთდება. ყველაფერი უნდა გაიწელოს დროში.
სპორტ
25 ივლისი 2019 11:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული