ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXII ტური: ბათუმში მატჩი შეხლა-შემოხლითა და უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "დილას" მატჩი 0:0 დასრულდა.

ბათუმის "დინამომ" ეს მატჩი საკუთარ მოედანზე ჩვეული აგრესიულობით ვერ ჩაატარა და ფრეს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მოედანზე ფეხბურთელების შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს, მოედანზე პეტარდების სროლის და დაკვამლიანების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და საბოლოოდ უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "დილამ" ახალი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა ჩაატარა და ბათუმში ქულა მოიპოვა, სადაც თამაში ყველა გუნდს უჭირს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დილა 0:0

დინამო (ბთ) (4-1-2-3): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (ჯამბულ ჯიღაური 73), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი ილურიძე 81), ვლადიმერ დვალიშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 67)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დილა (3-5-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (ნიკა გაგნიძე 78), თენგიზ წიქარიძე (ზაურ კერელეიშვილი 69), ფაბიან რიდი (ფელიპე პაიმი 88)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე