ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალომ" 25 წლის ცენტრალურ მცველ ნიკა სანდოხაძესთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმება იუწყა, რომელმაც "კარპატისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით 12 ივლისს გაწყვიტა.

"საბურთალო“ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლუბია. ჩემთვის დიდი პატივია დედაქალაქურ გუნდში თამაში. მიხარია, რომ შეთანხმება შედგა და თბილისური კლუბის მაისურა მოვირგე. კლუბში პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ. გუნდი ასევე კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ის, რომ „საბურთალო“ წარმატებული კლუბია, ბოლოდროინდელი შედეგებიდანაც ჩანს. ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო „საბურთალოს“ წინსვლაში.

კლუბისგან ინტერესი ზამთარში დაიწყო, თუმცა ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა იმ მიზეზით, რომ იმ დროს „კარპატთან“ კონტრაქტი
მაკავშირებდა. შემდეგ, უკრაინულ გუნდში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც „კარპატი“ 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. უგუნდოდ ვიყავი, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილმა სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად, „საბურთალოში“ ვარჯიში შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა ეს ნაბიჯი. კლუბის სათამაშო სტილი ჩემს გემოვნებაში ჯდება. „საბურთალო“ სწრაფ, ტექნიკურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან მომწონს და მიყვარს. მჯერა, ახალ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებებს მივაღწევ", - ციტირებს სანდოხაძეს "საბურთალოს" ვებგვერდი.

სიახლეები პოპულარული